თაკო ჩარკვიანი – ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ

ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ , – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე საუბრისას განაცხადა.
ს განცხადებით, გაუგებარია, რატომაა ამნისტიის წინააღმდეგი „ლელო“ და გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”.
„წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე და მაინცდამაინც ორადორი პარტია, რატომ? – საქართველოში ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა [ხაზარაძე] შენ ხარ. არ გრცხვენია, კაცო, სულ არ გრცხვენია? ასეთი უტიფრობა რა უბედურებაა, ან რატომ გაგიჟდა მაინც და მაინც ეს “ქართულ-ჯიგრულ პონტში” გაპატიოსნებული გახარია? თვალების დამთხრელ პოლიციელებზე პასუხი არ აგო გახარიამ და დააწინაურეს, ის არ არის კრიმინალი და იმაზე უფრო დიდი კრიმინალი ზის [ციხეში] ? ჩვენ პედოფილებზე კი არ ვლაპარაკობთ, იცით, რა ხალხი ზის იქ [ციხეში] ?“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, საყოველთაო ამნისტია აუცილებლად უნდა შეეხოს მიხეილ სააკაშვილს.
„დღე და ღამ გაჰკივიან ხაზარაძეც და გახარიაც და ყველა, რომ ქვეყანაში რუსული სამართლებრივი სისტემაა. თუ რუსული სამართლებრივი სისტემაა, ეს სისტემა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც გასამართლებული ჰყავთ? სააკაშვილის გამოსვლის ისე ეშინიათ ხაზარაძეს და გახარიას, რომ იმ ადამიანებს სწირავენ, ვინც რუსულ სამართლებრივ სისტემას ახლა, ამ წუთში გასამართლებული ჰყავთ?
მე მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საყოველთაო ამნისტიაზე და სააკაშვილსაც აუცილებლად უნდა შეეხოს, თორემ ყველას ეგონება, რომ ჩრდილოეთ კორეა ვართ, რომ ასე მოუნდათ, რომ პუტინის პატიმარს არ შეეხოს. ეს ისევ რუსული თაღლითური სქემის გათამაშება იქნება,რაც 2012-ში, როცა მოვიდნენ გააკეთეს. თუ შეეხება, შეეხება ყველას. არის პედოფილიის მუხლი და ასეთ მძიმე მუხლებს მართლაც არ ეხება, მაგრამ სააკაშვილს, რომელსაც ედავებიან გირგვლიანის საქმეში უდოთი გათავისუფლებას, უთუოდ, აუცილებლად შეეხება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ