თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანს: თქვენ რაც იცით, მხოლოდ ჩივილია – ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელს და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა გელათს

ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელს და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა, გელათს, ასეთ ისტორიულ ძეგლს, – ასე მიმართა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა კულტურის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს.

ს განცხადებით, გელათის რეაბილიტაციის სამუშაოები 10 თვით დაგვიანდა და ამაზე პასუხისმგებლობას  ვერ აირიდებს.

„სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ კიდევ რა შეიძლება ადამიანს გაგიკვირდეს და აი, დღეს მოვისმინე ასეთი უცნაური ფრაზა კულტურის მინისტრისგან „არა და არ ვიცი“. ქალბატონო თეა, ვიცით რომ არ იცით, ჩვენ ეს ვნახეთ წლების მანძილზე და რომ არ იცით, ამის შედეგია რაც ხდება გელათში. მაგრამ ამას თავს რატომ ვერ აარიდებთ და რატომ ვერ გვიჩივლებთ, ახლავე გეტყვით. ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელს და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა, გელათს, ასეთ ისტორიულ ძეგლს.

ამონარიდი ამოვიღე თქვენი ანგარიშიდან: „დღეს პროცესი არის სწორ გზაზე, დასავლეთის და ჩრდილოეთის მკლავში არის დაზიანებები, დანარჩენი საიმედო მდგომარეობა გახლავთ“. ათი თვის შემდეგ იდება იუნესკოს დასკვნა და ამბობენ, რომ ათი თვით დაგვიანდა გელათში რეაბილიტაცია. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ სულ საუბრობთ რესტავრაციაზე და არა, კონსერვაცია-რესტავრაცია უნდა გეთქვათ. მე მესმის, რომ თქვენ არ იცით და ცუდია, რომ არ იცით, ამიტომ რაც იცით ის უნდა გააკეთოთ, მაგრამ ვაი, რომ თქვენ რაც იცით, მხოლოდ ჩივილი გგონიათ ადამიანების მიმართ. რაც თქვენ გევალებათ და გევალებოდათ, იქ რომ ვერ შეიტანეთ წვლილი და კულტურის მინისტრობამდე რომ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, ამას ვერ აირიდებთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მანამდე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს ყველას, ვინც “ცილს დასწამებს” და იტყვის, რომ “ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ”. წულუკიანმა გელათთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმაზე, “რასაც არ აკეთებს, პასუხს ვერ აგებს”, რადგან 2022 წლის ოქტომბრიდან კულტურის სამინისტროს მიეცა მითითება, რომ გელათში აღარ იმუშაონ.

“2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, არა იმიტომ, რომ რაღაცა შეიძლება არ ვიცი, უბრალოდ უცნობია ჩვენთვის ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება….

მე ვაპირებ და ასეთი დავალებაც აქვთ ჩემს თანამშრომლებს, ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება სასამართლოში დასრულდება, რადგან ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ”, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია