თაკო ჩარკვიანი: ეს დედაჩემია ირმა- 88 წლის… (ვიდეო)

“ეს დედაჩემია ირმა-88 წლის, გლაუკომის გამო სრულიად დაკარგა მხედველობა- 100 პროცენტით სიბრმავე, ვერ კითხულობს, არადა მისი პროფესია- მუდმივი მდგომარეობა ეს იყო -წიგნის კითხვა და ძალიან განიცდის, ცოტა დეპრესიაც მოჰყვა ცხადია ამ მდგომარეობას, ამ საღამოს მეუბნება საუბრის დროს- მთელი დღე საქართველოზე ვფიქრობ და იცი, უკეთ ვარ ღონე მომეცაო- აი მართლა ასე ჰქონდათ მთელი ცხოვრება გატარებული ღმერთმანი დედას და ჯანსუღს” – წერს სოციალურ ქსელში .
ცნობისათვის, ირმა ჩხეიძე არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რამდენიმე კრებულისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა “სუყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია”, ირმა ჩხეიძის ლექსზე შეიქმნა. News.ge დღეგრძელობას უსურვებს ქალბატონ ირმა ჩხეიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”