ზურა მანჯავიძის დიდი ოჯახი, 4 შვილი და ცხოვრება ეკრანს მიღმა – Marao

“თავმდაბლობას გადავდებ და ვიტყვი, რომ ვარ პოზიტიური. ვეძებ ხოლმე ჩემს თავში ფარულ მისწრაფებებს. ასე მგონია, მაქვს გამომძიებლობის ნიჭი, აი, მაგალითად ფილმს რომ ვუყურებ, წინასწარ ვხვდები სცენებს. ზუსტად ვიცი, რომ კარგი დღეები ელოდება ჩვენს ქვეყანას და მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება. იმაზე კარგად იქნება მდგომარეობა, ვიდრე აქამდე იყო.
მეტსახელი ხან მანჯო მაქვს, ხან – მანჯარე. სკოლაში მღვდელს მეძახდნენ, გრძელ თმებს ვატარებდი ხოლმე. ჭამა ძალიან მიყვარს, კეთებაზე მეტად. ჩემი საყრდენი არის ჩემი დიდი ოჯახი და ჩემი დედმამიშვილების ჯარი. შვიდნი ვართ ჩვენ“, – თქვა მომღერალმა ზურა მანჯავიძემ “იმედის დღის” ეთერში.
მომღერალი ზურა მანჯავიძე საზგადოებამ წლების წინ გაიცნო და ჯგუფ “ფორტესთან” ერთად შეიყვარა. სხვადასხვა დროს ის გულშემატკივარს განსხვავებულ ამპლუაში მოევინა – ზურა იხილეთ, როგორც ტელეწამვყვანიც. დღეს ის, საქმის პარალელურად, სოფლის მეურნეობაშია ჩართული, აქვს საკუთარი მეურნეობა და აქტიურად ზრუნავს მის გაფართოებაზე.
ზურა მანჯავიძე მამა პირველად 20 წლის ასაკში გახდა, მას შემდეგ კიდევ სამჯერ შეიგრძნო მამობის ბედნიერება. “20 წლის ვიყავი, მამა რომ გავხდი, დიდი რაღაც რომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ამას მაშინვე მივხვდი, მაგრამ რა დამატყდა თავს, ეს ბოლომდე ვერ გავაცნობიერე”, – ამბობდა ზურა.
დღეს უკვე დიდი შვილები ჰყავს, უფროსმა, გიორგიმ, რამდენიმე წლის წინ იქორწინა. მისი რჩეული ყოფილი მოდელი ქეთა ბურ­ჯა­ნა­ძეა. “მე ცოლი 18 წლი­სამ შე­ვირ­თე. მამა გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და, დე­დამ კი ხელი ძა­ლი­ან შე­მი­წყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი არ მქონ­და, თუნ­დაც ის, რომ ცალ­კე გვე­ცხოვ­რა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ შემ­ხვედ­რია. გი­ორ­გიმ ოჯა­ხის შექ­მნა უფრო და­დინ­ჯე­ბულ ასაკ­ში გა­და­წყვი­ტა, 23 წლის გახ­ლავთ. ნაჩ­ქა­რე­ვი ნა­ბი­ჯი არ იყო, მო­მა­ვალ რძალს ვიც­ნობ­დით. ასე რომ, წი­ნა­აღ­მდე­გი კი არა, ძა­ლი­ა­ნაც მომ­ხრე ვი­ყა­ვი”, – ამბობდა ზურა.
მას ერთი ქალიშვილი, ანა ჰყავს. ანას შემდეგ კი მას ტყუპი ბიჭები შეეძინა.
“ძალიან ცელქი, მოუსვენარი და ხიფათიანი ბავშვი ვიყავი. ხან რას ვიზიანებდი და ხან – რას. ტრავმატოლოგიურში ყოველი მორიგი ვიზიტისას შინაურივით მკითხულობდნენ ხოლმე, როგორ ხარ, რამდენი ხანია არ მოსულხარო. მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, 7 დედმამიშვილი ვიყავით და ამდენი ხალხი “ხრუშჩოვკის” ოროთახიანში ვცხოვრობდით, მერე კი გავფართოვდით, მაგრამ სივიწროვეშიც მოგვიწია გარკვეული წლების გატარებამ. ასაკობრივად ისეთი სხვაობა იყო ჩვენს შორის, რომ უფროსი ძმები მშობლებივით იყვნენ ჩემთვის, ისინი მზრდიდნენ. ჩემსა და ჩემს ძმას შორის 4-5 წელი იყო განსხვავება და სულ ვჩხუბობდით, რადგან ჩემზე პატარა იყო, მე ვერ ვიმეტებდი, ის კი მთელი ძალით მეჩხუბებოდა, მაგრად მამწარებდა.
ჩემი შვილების აღზრდაში მაქსიმალურად ვიყავი ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ორ ადგილას ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. ჯერ სათითაოდ იყვნენ ჩემი შვილები საშინელი გასაზრდელები და მერე ტყუპი რომ შეგვეძინა ხომ საერთოდ. ურთულესი იყო მათი გაზრდა, ინდივიდუალურადაც რთულები იყვნენ და მით უმეტეს ორი ერთად. მათი დაბადებიდან ერთი წელი დასაძინებლად არც ვწვებოდი, რადგან ღამე მე ვმორიგეობდი, 15 წუთში ერთხელ ეღვიძებოდათ და ვიყავით ამ რეჟიმში. მერე ჩემი ცოლი შემცვლიდა ხოლმე და მე დილას ვიძინებდი, გავინაწილეთ დღე და ღამე, მე ღამის მორიგე ვიყავი.
მიუხედავად იმისა, რომ მაქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული მიდგომები, ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში საკმაოდ თანამედროვედ ვაზროვნებ. ვხვდები იმასაც, რომ დროსთან ერთად რაღაცები იცვლება, არც ძველ დროში უნდა ჩარჩე და ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეს, ოქროს შუალედი უნდა დაიჭირო, რაც მარტივი ნამდვილად არაა”, – ამბობდა ზურა მანჯავიძე.