ზურაბ ჯაფარიძე: ვისაც ფორმა გაცვიათ და მუნდირის ღირსების სადღეგრძელოს სვამთ, ყველას გეხებათ ეს

“პოლიცია რომელიც ვერ ხედავს და არ იმჩნევს, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს:
– 24/7-ზე ატერორებენ სატელეფონო ზარებით, განურჩევლად ასაკისა და სქესისა
– ემუქრებიან საკუთარი და/ან შვილების სიცოცხლის მოსპობით
– ჩასაფრებებს უწყობენ სახლთან თუ ოფისთან და ჯგუფურად, ნიღბებს ამოფარებულები, ხელკეტებით უსწორდებიან
– უზიანებენ პირად სატრანსპორტო საშუალებებს, მანქანა იქნება თუ სკუტერი
პოლიცია რომელსაც რომც უნდოდეს, უფლება არ აქვს ეს ყველაფერი გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს
პოლიცია რომელსაც ეშინია ნიღბის მოხსნა
პოლიცია რომელსაც ეკრძალება მოქალქეებთან საუბარი
პოლიცია რომელიც თვითონ ამტვრევს ძვლებში აქციაზე ‘დაკავებულებს’
პოლიცია რომელიც ამ ყველაფრის ფონზე, აქციაზე მაქსიმუმ გპასუხობს რომ ‘წერიგს იცავს’
სამაგიეროდ სასამართლოზე იძლევა ცრუ ჩვენებებს
და რამდენიმე წლიანი ციხისთვის წირავს ახალგაზრდებს, რომლებმაც პარლამენტის წინ რაღაც ჟეშტი გაღუნეს ან დარბევისგან მეგობრის გადარჩენის მიზნით პოლიციელს წინააღმდერგობა გაუწიეს
პოლიცია არ არის
ეგ არის როსგვარდია
ვისაც ფორმა გაცვიათ და მუნდირის ღირსების სადღეგრძელოს სვამთ, ყველას გეხებათ ეს
ყველამ იცით რომ რაც აქ წერია, ყველა სიტყვა სიმართლეა
ყველას გესმით რომ ზუსტად ესაა დღეს ამ ქვეყანაში არსებული ‘წესრიგი’, რომელსაც თქვენ იცავთ
ვიცი რომ რაღაც უფრო ‘დიადი მიზნის’ მსახურებით ამართლებთ ასეთ ქცევას
რუსეთშიც უფრო ‘დიადი მიზნით’ ამართლებენ ამ ყველაფერს
არ არსებობს უფრო დიადი მიზანი თქვენთვის ვიდრე თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაა
ნუ გახდებით როსგვარდია
ნუ გახდებით რუსები” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.