ზურაბ გურული: ვისაც უკრაინის მიერ სანქცირება საღლიცინო ჰგონია …

“ვისაც უკრაინის მიერ სანქცირება საღლიცინო ჰგონია …
ომის შეჩერების შემდეგ გახდება დასავლური ინვესტიციებისა და აღმშენებლობითი პროცესის ეპიცენტრი მთელ ევროპაში. ეს იქნება ქვეყანა, სადაც დასავლეთი დაამტკიცებს, რა განსხვავებაა ცივილიზაციასა და ანტი-ცივილიზაციას შორის, როდესაც საქმე აღდგენას და აღმშენებლობას ეხება. ადრე დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია იყო კარგი მაგალითი.
ჰოდა, ჩვენი “ენდემური უხსენებელი” და მისი გარემოცვა უკვე სამუდამოდ დაკარგავს იმის საშუალებას, რომ რაიმე სახით მონაწილეობა მიიღოს ამ გიგანტურ ბიზნეს-ოპერაციაში.
უსერიოზულესი დარტყმაა მათი შემოსავლის წყაროებზე. უკრაინული სპეც-სამსახურები სათითაოდ ამოიღებენ და გაშიფრავენ მათ ფინანსურ კონტაქტებს.
გაითვალისწინეთ, ვინც “უხსენებლის” რეჟიმთან ურთიერთობას ბიზნესის ხათრით აპირებთ. ყოველდღიურად უფრო და უფრო ღრმად ეშვებით კატასტროფაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მასობრივი დანაშაულებები შერჩებათ, ძალიან ცდებით. ეს არ არის ლათინური ამერიკის კონტინენტი ან აფრიკა, ევროპაა ბიძიკოებო …,” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .

ასევე დაგაინტერესებთ