ზვიად ძიძიგური – მმართველი პარტიისთვის მთავარი სატკივარი იქნება გიორგი გახარიას პარტია, არ გაგვიკვირდეს თუნდაც საქმე აღძრან, ოღონდ ეს გახარიას არ დაასუსტებს, პირიქით

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ს შეფასებით, ს პოლიტიკაში დაბრუნება არის ბოლო კოზირი, რომელიც სახელისუფლებო პარტიამ წინასაარჩევნოდ გამოიყენა.
როგორც ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური თვალსაზრისით მეტი გაძლიერების შანსი აღარ აქვს.
„თავისთავად, ეს ამბავი ძალიან კარგია. ჯერ ერთი, უფრო პატიოსანი საქციელიც არის – მართავდე პოლიტიკურ პროცესებს და ამბობდე, მე არაფერ შუაში ვარო, ამას სჯობს წინა პლანზე იდგე და პასუხისმგებლობა აიღო იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ მიდის, ეს გაცილებით უკეთესია. მეორე, ოპოზიციისთვისაც არის უკეთესი იმიტომ, რომ ოპონირება მოუწევს არა კობახიძესთან, ღარიბაშვილთან ან ვიღაც მოლაპარაკე სპიკერებთან, რომლებიც მმართველ პოლიტიკურ პარტიას ჰყავს, არამედ ბიძინა ივანიშვილთან. ამით მათი ცენზიც გაიზრდება, პოლიტიკური სიმძიმეც და უფრო მეტი დაფიქრებაც დასჭირდებათ. საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას მათ წინაშე, თანაც ეს არის ბოლო კოზირი, რომელიც სახელისუფლებო პარტიამ გამოიყენა. მათ ამის იქით ელექტორალური თვალსაზრისით მეტი გაძლიერების შანსი აღარ აქვთ. ამიტომ, ეს პოლიტიკური პროცესებისთვის კარგია…
ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის ოპოზიციის პასუხისმგებლობას, რომ 5%-ზე ნაკლებს ვინც იღებს, იმ პარტიებმა კეთილი ინებონ, ყურები გამოიფხიკონ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ და ახლა იმის გამო, რომ 1%-ს გადალახავენ და 300 ათას ლარს აიღებენ ყოველწლიურად, ამის გამო პარტიებმა არ გაუხანგრძლივონ კიდევ ერთპიროვნული მმართველობა ხელისუფლებას. თუ აქამდე ვინმე მეტყოდა, რომ ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნება, გვარამია, მელია შექმნის პარტიას და ამით „ქართული ოცნება“ დამარცხდება, ვფიქრობ, ახლა ცოტა უფრო სერიოზულად უნდა დავინახოთ, კონფიგურაცია როგორ უნდა დალაგდეს საიმისოდ, რომ ხელისუფლებაში ისევ ერთი პარტია არ დარჩეს. ის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, დიდი ალბათობით, კოალიციურ ვერსიაში მაინც დარჩება, ასეთი ალბათობა არსებობს“, – განაცხადა ძიძიგურმა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, რამდენიმე მიზეზის გამო დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, მათ შორის არის ის, რომ ევროპელ ლიდერებთან ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილს მოუწევს და არა ს ან ირაკლი ღარიბაშვილს.
„უკვე ევროპელმა ლიდერებმაც იციან, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პერსონა არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე, ყოველ შემთხვევაში, თავის პარტიაში პაიკების გარდა, სხვა არ არის. მარტო მეფე და პაიკებია. სხვა ადამიანი ყველა პაიკია იმიტომ,რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მანიპულაციისთვის გამოიყენოს, გადააყენოს, გადმოაყენოს, გადასვას, გადმოსვას ისე, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან პროტესტიც არ იქნება“,-განაცხადა ძიძიგურმა.
მეორე თემა, რის გამოც ზვიად ძიძიგურის აზრით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, არის ის, მას გუნდზე კონტროლის დაკარგვა არ უნდა და ალბათ, გადასალაგებელი აქვს, თუ რა ხდება „ქართულ ოცნებაში“. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ არის კორუფციის ფაქტები, რაზეც ოპოზიციაც საუბრობდა, თუმცა რადგან სხვადასხვა უწყება სათანადოდ არ მუშაობს, ის საჯარო პოლიტიკას დაუბრუნდა.
„ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არის ვერტიკალური მმართველობა, რომლის სათავეში დგას ბიძინა. მასთან არის ანგარიშვალდებული ყველა: პარლამენტიც, მთავრობაც, ორგანიზაციებიც. ეს არის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით. ამიტომ იქნება დამღუპველი 2024 წელს არჩევნებში „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობა. ეს არანორმალური ფორმაა. საქართველოსთვის უმჯობესია, დაბალანსებული ხელისუფლება ჰყავდეს მმართველობაში“, – განაცხადა ძიძიგურმა.
ამასთან, ის ფიქრობს, რომ ახლა ხელისუფლების მხრიდან მთავარი შეტევა ხმების გამო, პარტია „საქართველოზე“ და მის ლიდერ, გიორგი გახარიაზე დაიწყება.
„მმართველი პარტიისთვის მთავარი სატკივარი იქნება გიორგი გახარიას პარტია. არ გაგვიკვირდეს, თუნდაც სისხლის სამართლის საქმეც აღძრან ან სხვა ტიპის ქმედებები წამოიწყონ ამ პარტიის ან პერსონის წინააღმდეგ, ოღონდ ეს გახარიას არ დაასუსტებს. პირიქით, რაც უფრო დიდი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდება და დიდ პოლიტიკურ დარტყმას მიიღებს, უფრო მეტად იმუშავებს ის კონცეფცია, რომლითაც ისინი პოლიტიკაში შემოვიდნენ“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”