უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სანქციები ისე ძლიერად უნდა იგრძნოს, რომ მომავალ წელს ომი აღარ იყოს.
საღამოს მიმართვის დროს მან გაავრცელა ინფორმაცია აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ზეწოლის ეფექტიანობის ანალიზზე.
იყო მნიშვნელოვანი ანგარიშები დაზვერვისგან. საგარეო დაზვერვის სამსახური: სანქციების ეფექტიანობაზე რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ. მტრის დანაკარგები – ეკონომიკური დანაკარგები – ნამდვილად საგრძნობია. ისინი კიდევ უფრო საგრძნობი გახდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება. ახლა სწორედ ის მომენტია, როცა უნდა დავაწვეთ რუსეთს, ისე დავაწვეთ, რომ მომავალ წელს ომი აღარ იყოს, – განაცადა ზელენსკიმ.
მისი აზრით, მათ უნდა გაიაზრონ, რომ ამას ვერ გაუძლებენ, სანქციებმა რუსეთის პოტენციალი მართლაც უნდა გაანადგურონ.
ასევე მქონდა საუბარი მთავარი დაზვერვის სამმართველოსთან. ჩვენი დიპლომატიის ყოველდღიური რეჟიმია: ამ დღეებში ბევრი კომუნიკაციაა პარტნიორებთან. დავავალე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს უფრო აქტიურად მოიზიდოს გარე დაფინანსება დრონებისთვის. ასევე დავავალე მოხელეებსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რომ აქტიურად გადაამოწმონ ყველა შეთანხმება, რომელიც არსებობს პარტნიორებთან – ყველაფერი, რაც ასპროცენტიანად უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამ დროისთვის, სამწუხაროდ, სრულად არ სრულდება, – დაამატა პრეზიდენტმა.
