ზელენსკი დღეს მარკო რუბიოს შეხვდება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კონფერენციის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო