ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი იმყოფება ალბანეთში, სადაც დღეს, 28 თებერვალს შეხვდება პრემიერ-მინისტრ ედი რამას და სხვა ლიდერებს.
ზელენსკი ტირანაში გასულ ღამით ჩავიდა. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგლი ჰასანიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი გადამწყვეტი მომენტია ორმხრივი კავშირების განმტკიცებისთვის და სოლიდარობის გამოსახატად უკრაინისადმი, რომელიც რუსულ აგრესიას გმირულად ებრძვის.
ალბანეთში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა საუდის არაბეთში, სადაც 27 თებერვალს შეხვდა ტახტის მემკვიდრე პრინცს, პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ სალმანს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, განხილული იყო ს „მშვიდობის ფორმულა“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულების გეგმა, „მშვიდობის ფორმულა“ 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს.
„მშვიდობის ფორმულა“ მოიცავს გაეროს წესდების შესრულებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენას, უკრაინიდან ს ჯარების გაყვანას და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, რადიაციულ, ბირთვულ, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ტყვეების და დეპორტირებულების გათავისუფლებას, ეკოციდის აღკვეთას, ესკალაციის არდაშვებას და ომის დასრულების ფიქსაციას.

ასევე დაგაინტერესებთ