ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

უკრაინის ჯარების ყოფილ მთავარსარდალს, გენერალ ს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა და “ოქროს ვარსკვლავის” ორდენით დაჯილდოვდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ს განკარგულებაში ვკითხულობთ, გმირის წოდება ზალუჟნიმ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და უკრაინელი ხალხის სამსახურში გამოჩენილი პირადი მიღწევებისთვის მიიღო.
ამას გარდა, გმირის წოდება მიენიჭა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვსაც – უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვის. ასევე, უკრაინელი ხალხის მიმართ თავგანწირული სამსახურისთვის.