რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს პოზიტიური ზრახვები სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რეალურ ნაბიჯებად გადაიქცევა.
ზახაროვას მტკიცებით, “მოსკოვი ისევე მზადაა დიპლომატიური კავშირების აღსადგენად, როგორც ქართული მხარე”.
სპიკერმა აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველომ “რა თქმა უნდა დადებითი სიგნალები” გააჟღერა, კერძოდ, სამხრეთ ოსეთისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობის შესახებ.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი [სიგნალები] განხორციელდება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან”, – ირწმუნება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
ზახაროვას თქმით, მოსკოვი მზად არის საქართველოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
“ამისთვის არის უზარმაზარი შესაძლებლობები. საქართველოსთვის კი რუსეთი რჩება საკვანძო ბაზარად ბევრ სფეროში, განსაკუთრებით ღვინის პროდუქტებისა და ხილის. მეორე მხრივ, რუსეთი არის საქართველოს ენერგორესურსების და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელი”, – თქვა ზახაროვამ.
