ზაალ ანდრონიკაშვილი: მეგობრებო, არა მგონია მოსალოცად გქონდეთ საქმე ან თქვენ ან ქართულ დიპლომატიას

“ქართველი დიპლომატები ერთმანეთს სულხან-საბას სურათით ულოცავენ დიპლომატის დღეს. მეგობრებო, არა მგონია მოსალოცად გქონდეთ საქმე ან თქვენ ან ქართულ დიპლომატიას და სულხან-საბას გზას მათ შორის თქვენი, როგორც მინიმუმ, სიჩუმის წყალობითაც რომ ვშორდებით ამაში თქვენი დიდი “დამსახურებაცაა”,” – წერს სოციალურ ქსელში თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი.

ცნობისათვის, ქართული დიპლომატიის დღე სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება და ყოველი წლის 3 ნოემბერს აღინიშნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღე მიულოცა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს.
მთავრობის მეთაურმა მადლობას გადაუხადა დიპლომატებს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის.
“საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს გილოცავთ დიპლომატის დღეს! ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – დაწერა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ფეისბუკ-გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული