“არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში [ირაკლი ღარიბაშვილის] პოლიტიკურ კარიერაში. ვფიქრობ, ის იმსახურებს წლები მართოს სახელმწიფო. თუ გახსოვთ, საქართველო იყო ვარსკვლავი ევროპის გეოპოლიტიკურ ცაზე. რა იყო მაშინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი? თითქმის ნული, 1, 1.5%. დღეს არავინ საუბრობს იმ საოცარ შედეგებზე, რასაც მიაღწია ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მთავრობამ. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი შედეგებით ვერ დაიტრაბახებთ ევროპაში.
კიდევ ერთი რამის დამატება მინდოდა ირაკლის შესახებ. მან აღნიშნა, რომ აღრმავებს ურთიერთობას ჩინეთთან სტრატეგიულ დონეზე და ის ძალიან მალე შეხვდება იმავე ტიპის კითხვებს, რასაც მე ყოველთვის ვაწყდებოდი – რატომ აკეთებ ამას?! უფრო ახლოს ხარ ჩინეთთან თუ ევროკავშირთან?! [ირაკლი ღარიბაშვილმა] უნდა იმუშაოს თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მას არ შეუძლია მარტივად და წარმატებით იმუშაოს ჩინური ინვესტიციების გარეშე – ევროპაში, ეს უნდა გაიგონ”.