ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩამოვიდა, რომლებიც ყველაფერს აგდებენ

უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩამოვიდა, რომლებიც ყველაფერს აგდებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“და მთავარი ახალი ამბავი დღევანდელი დღისთვის – ამბავი, რომელსაც ყველანი დიდხანს ველოდით, რომლისთვისაც სხვადასხვა დონეზე თვეობით ვმუშაობდით. შედეგი – ში საჰაერო თავდაცვის კიდევ ორი სისტემა ჩამოვიდა. ყველა დეტალის საჯაროდ გაჟღერება, რა თქმა უნდა, არ ღირს, მაგრამ სისტემებია, რომლებიც ყველაფერს აგდებენ. დავიცავთ რეგიონებს. ჯერჯერობით სისტემები არასაკმარისადაა უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბითაძე: როდესაც საქართველო აშშ-ის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ და სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტაზე, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავიხსენოთ რა მოუტანა ამ სტრატეგიულმა პარტნიორობამ საქართველოს. რეალურად ფურცელზე დაწერილი განცხადების გარდა არაფერი მოუტანია