ვოლოდიმირ ზელენსკი – უახლოეს დღეებში დაიწყება უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესი – მოლაპარაკების ჩარჩო შესაძლოა გაზაფხულზე დამტკიცდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, ევროკომისიასთან ერთად, უახლოეს მომავალში დაიწყებს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს და „მოლაპარაკების ჩარჩო“ შესაძლოა გაზაფხულზე დამტკიცდეს.
„ჩვენ გვაქვს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რის გამოც მთელი წელი ვიმუშავეთ – გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. უახლოეს დღეებში ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ ევროკომისიასთან ერთად უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს. ჩვენ ასევე ვემზადებით უკრაინის მოლაპარაკებების ჩარჩოზე სამუშაოდ, რასაც გაზაფხულზე ველოდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარია, უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო გზავნილი, რომ უკრაინა ყოველთვის იქნება საერთო ევროპული სახლის ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული