ვოლოდიმირ ზელენსკი – სირსკის საკადრო ცვლილებებისთვის სრული კარტ-ბლანში აქვს, კონკრეტულ წინადადებებს ველი

სირსკის საკადრო ცვლილებებისთვის სრული კარტ-ბლანში აქვს, კონკრეტულ წინადადებებს ველი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მთავარსარდალს კარტ-ბლანში აქვს ნებისმიერ საკადრო ცვლილებებისთვის არმიაში, შტაბებში. ყველა უკრაინელმა მეთაურმა უნდა იცოდეს ფრონტი, გრძნობდეს ფრონტს, რეალურ საჭიროებებს, რეალურად უნდა იყვნენ ჯარისკაცებთან, სერჟანტებთან, ისეთები უნდა იყვნენ, როგორებიც საჭიროა, რათა უკრაინულ მიზნებს მივაღწიოთ. კვირის დასაწყისში, გენერალ-პოლკოვნიკ სირსკის ფრონტიდან დაბრუნებისას მის დაწვრილებით ანგარიშსა და კონკრეტულ წინადადებებს ველი სამომავლო ცვლილებებსა და ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აქამდე, 2 მარტს, სირსკიმ საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა ბრიგადების მეთაურებს შორის, რომელთა ქმედებებიც საფრთხეს უქნის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ასევე დაგაინტერესებთ