– მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე – ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს მათი მაგიდასთან დანახვა, ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით

მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მივაღწევთ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მივაღწევთ. ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს მათი მაგიდასთან დანახვა, ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას არ სურს, რომ სამშვიდობო ძალისხმევების მედიაცია ჩინეთის მიერ მოხდეს და კვლავ მოუწოდა პეკინს ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე ომის დასასრულებლად.
“თუ ჩინეთს სურს, მას შეუძლია რუსეთი აიძულოს ომის დასასრულებლად. ჩინეთი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და გავლენიანი სახელმწიფოა. არ მსურს, რომ ისინი მედიატორის როლში იყვნენ. მსურს, რომ ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი