ვოლოდიმირ ზელენსკი – მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლები უკრაინას ეწვევიან

მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლები უკრაინას ეწვევიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ძალიან ბევრს ვიმუშავებთ. მიმდინარე კვირაში პრეზიდენტ ტრამპის გუნდიდან უკრაინაში რამდენიმე ადამიანი ჩამოვა და ჩემს გუნდთან ცალკეული შეხვედრები, საუბრები იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე „უამრავი შეხვედრა ექნება, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან“.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული