– თუ რუსები დაარღვევენ შეთანხმებას, -სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს

თუ დავინახავთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, -სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ-ამერიკული და რუსულ-ამერიკული ერთობლივი განცხადებები არ ითვალისწინებენ შედეგებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისთვის, მაგრამ ვაშინგტონთან შეთანხმდა, რომ ს მხრიდან დარღვევების შემთხვევაში, ის მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს.
“თუ რუსები არღვევენ ამას, კითხვა გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთან, მაშინ პირდაპირი კითხვა მაქვს პრეზიდენტთან: ძალიან მადლობელი ვარ, ნამდვილად ცდილობდით, ყველაფერი სწორადაა, თქვენ როგორც შეგეძლოთ, ისე შეთანხმდით და, ღმერთმა ქნას, რომ გამოვიდეს, ვინაიდან, დაინტერესებულები ვართ, მაგრამ თუ ისინი არღვევენ, აგერ მტკიცებულებები, მოვითხოვთ ზეწოლას, მოვითხოვთ სანქციებს, მოვითხოვთ იარაღსა და ასე შემდეგ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპს საკმარისი ძალები, ინსტრუმენტები და სანქციები აქვს, რომ “გავლენა მოახდინოს რუსებზე, პუტინზე, რომ მათ ეს ომი დაასრულონ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს! ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებაა!