ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ალბანეთში ჩავიდა. ამის შესახებ ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა განაცხადა.
მინისტრმა სოციალურ ქსელში უკრაინის ლიდერთან ქალაქ ტირანაში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
„გარდამტეხი მომენტია სთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად ს აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში“, – დაწერა ჰასანმა.
მანამდე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში როგორც ორმხრივი ვიზიტით, ასევე უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩასულიყო.
„მოწვეული იქნება ლიდერების მნიშვნელოვანი რაოდენობა ევროპის ამ ნაწილიდან და პრეზიდენტი ზელენსკი იქნება ღონისძიების თანაორგანიზატორი და თანათავმჯდომარე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ კონტექსტში“, – განაცხადა პრემირმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია