ვლადიმირ პუტინი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში: “ადრე თუ გვიან მაინც მოვრიგდებით”

ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან, ინტერვიუში და დასავლეთი დაადანაშაულა მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში და მისი გამომწვევი უწოდა 2014 წლის „ს სახელმწიფო გადატრიალებას“ და შემდგომში კიევის უარს მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე. მან ვაშინგტონს თავისი პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდა და დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის დიალოგისთვის.
ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს სრული ორსაათიანი ვერსია დღეს გამოჩნდა კრემლის ვებსაიტზე. ვიდეოსთან ერთად გამოქვეყნდა ასევე საუბრის გაშიფრული რუსული ტექსტი.
საუბრის პირველი ნახევარი საათის განმავლობაში პუტინი ისტორიაზე მსჯელობდა. თავისი მონოლოგი მან დაიწყო ვარანგების რუსეთში მიწვევით და წინასწარმეტყველ ოლეგის ისტორიით და დაასრულა ლენინის საგარეო პოლიტიკის კრიტიკით.
ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს ასევე უთხრა, რომ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ის ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობები დასავლეთთან და თითქოს ნატოში რუსეთის გაწევრიანების შესაძლებლობასაც განიხილავდა.
პუტინის თქმით, საბოლოოდ მან უარი მიიღო. „რუსეთი მოელოდა, რომ მას მიიღებენ ‘ცივილიზებული ხალხების' ძმურ ოჯახში, მსგავსი არაფერი მომხდარა“. შეერთებულმა შტატებმა მოგვატყუა. დაგვპირდნენ, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება არ მოხდებოდა, „მაგრამ ეს ხუთჯერ მოხდა, გაფართოების ხუთი ტალღა იყო“, – უთხრა პუტინმა ტაკერ კარლსონს.
პუტინმა გაიმეორა თავისი ძველი განცხადებები, რომ ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებამ და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივამ განაპირობა რუსეთის ამჟამინდელი მტრული ურთიერთობა დასავლეთთან.
რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე გაამართლა უკრაინაზე თავდასხმა ერთი ხალხის მითით და თქვა, რომ უკრაინელები „ჯერ კიდევ რუსებად გრძნობენ თავს“. ამავე დროს ის „სამოქალაქო ომის ელემენტს“ ხედავს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში.
მისი თქმით, რუსეთი მზად იყო დონბასის უკრაინაში დაბრუნებისთვის და საჭირო იყო იმ ადამიანების დარწმუნება, რომლებიც იქ ცხოვრობენ. მაგრამ კიევში, პუტინის თქმით, საკითხის გადაჭრა სამხედრო ძალის დახმარებით სურდათ. პუტინმა გაიმეორა მტკიცება, რომ მიმდინარე ომი უკრაინამ დაიწყო „რვა წლის განმავლობაში დონბასის დაბომბვით“ და არა რუსეთმა.
ასევე, პუტინის თქმით, რომ არა ვაშინგტონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომლებიც, მისი აზრით, ხელს უშლიდნენ სამშვიდობო შეთანხმების დადებას 2022 წლის გაზაფხულზე, ომი დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა უნდა გადახედოს თავის პოზიციას. შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა შეაჩეროს ბრძოლები და ამის შემდეგ შევძლებთ მოლაპარაკებას. „ვარიანტები არსებობს, თუ არსებობს სურვილი“, – თქვა პუტინმა და დასძინა, რომ მოსკოვი მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ რა პირობებით, არ დაუკონკრეტებია.
ევროპის ქვეყნებში რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის მიმართ მზარდი შიშის კომენტირებისას პუტინმა თქვა, რომ მოსკოვს „არავითარი ინტერესი არა აქვს არც პოლონეთში და არც ლატვიაში – არსად“. „რუსეთი თავის ჯარს პოლონეთში გაგზავნის მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ პოლონეთიდან მოხდება რუსეთზე თავდასხმა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის გეგმებზე საუბრებს პუტინმა „საფრთხობელები“ უწოდა, თუმცა თავად მას ადრე არაერთხელ უხსენებია ასეთი მუქარა.
„ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ასე სამწუხარო რომ არ იყოს“, – თქვა პუტინმა რუსეთის, უკრაინისა და დასავლეთის ურთიერთობებზე. „ეს გაუთავებელი მობილიზაცია უკრაინაში, ისტერია, შიდა პრობლემები, ეს ყველაფერი… ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც შევთანხმდებით“, – თქვა პუტინმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი მოსკოვში პუტინთან სასაუბროდ თებერვლის დასაწყისში ჩავიდა. მისი ინტერვიუ დასავლელ ჟურნალისტსა და პუტინს შორის პირველი პირისპირ საუბარია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. კარლსონის თქმით, მას სურდა მაყურებლის წინაშე წარედგინა უკრაინის ომის ყველა მხარე. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ საც მიმართა ინტერვიუს თხოვნით.
ვლადიმირ პუტინთან ტაკერ კარლსონის ინტერვიუ ფართო კრიტიკის საგანი გახდა. კარლსონს ბრალი დასდეს, რომ მან პლატფორმა შესთავაზა პუტინს და მას საშუალება მისცა, პროპაგანდა გაეწია საკუთარი პოლიტიკისთვის.