თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თურქეთში ვიზიტისას, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განიხილავს ახალ მექანიზმს, რომლითაც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი იქნება შესაძლებელი.
„წინა მარცვლეულის შეთანხმება მუშაობდა გარკვეული მექანიზმის ფარგლებში, ახლა დავინახეთ, რომ არსებობს სხვა მექანიზმით მუშაობის შესაძლებლობა. ზუსტად ახლა გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ ეს მექანიზმები“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
როგორც მედია წერს, ვლადიმირ პუტინი თურქეთში სავარაუდოდ 12 თებერვალს ჩავა.
შეგახსენებთ, 2023 წლის ივლისში რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან და მას შემდეგ არაერთხელ დაესხა თავს უკრაინის მარცვლეულის პორტის ინფრასტრუქტურას.