პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
გამყრელიძე უზბეკ ჯავრაილ შაპიევთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ლაშა გობაძე (87 კგ) რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვთან დამარცხდა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა.
