ვლადიკავკაზზე დრონებით შეტევა იყო

დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვალდიკავკაზზე. მუშაობა შეაჩერა ვლადიკავკაზის აეროპორტმა.
რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მენიაილოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთი დრონი ჩამოაგდეს ვლადიკავკაზში მდებარე სამხედრო პოლიგონის, „შალხის” თავზე და ერთი ქალაქის გარეუბანში.
მენიაილო ირწმუნება, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ არის. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვლადიკავკაზზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა იყო 25 დეკემბერსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)