ვინც, აი ამ ჟამს არ დგახართ ხალხთან ერთად, თვითონ ამოიშალეთ თავი – ანიტა რაჭველიშვილი

ვინც, აი ამ ჟამს არ დგახართ ხალხთან ერთად, თვითონ ამოიშალეთ თავი – ანიტა რაჭველიშვილი
მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან ურთიერთობას არ აპირებს და მოუწოდებს, თავადვე დატოვონ მისი ფეისბუქ სამეგობრო.
საკითხი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მოსაზრებებს.
რაჭველიშვილი ერთ-ერთია, ვინც კანონს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ის რუსულია.
“ვინც, აი ამ ჟამს, ნეიტრალურები ხართ, აქ არ დგახართ ხალხთან ერთად, ან უარესი, ამ ნაძირლების მხარეს ხართ, პასუხის გაცემა მოგიწევთ ხალხისთვის და ჩემი ნაცნობ-მეგობრების სიიდან თვითონ ამოიშალეთ თავი! ძალიან მეცოდებით!”- წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ