ვერ ვაფასებთ ვინ გვყავს – გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილზე

გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო ვერ აფასებს მიხეილ სააკაშვილს და მის წვლილს მსოფლიო პოლიტიკაში.
“პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს იქმნება აქ. (მიუნჰენი, გერმანია)
, , ჩვენი ზელენსკი, კანცლერი შოლცი და სხვები, ფიქრობენ და მუშაობენ რა მოუხერხონ რუსეთს.
ამ დროს მიშა სააკაშვილი – ნამდვილად რომ იცის რა “ წამალი” უშველის ტერორისტ პუტინს ფსბს მიერ, პუტინის საამებლად არის გამოკეტილი ვივამედში.
ახლა მიშა აქ რომ იყოს, ყველა ნახავდა რეალ პოლიტიკას მოქმედებაში. მის გარშემო ყველა ეს პოკიტიკოსი მოგროვდებოდა და იქნებოდა მასთან მაგარი გახურებული დისკუსია.
სივრცე სადაც მიშა მოხვდებოდა, უცებ გაივსებოდა პრეზიდენტებით, პრემიერ მინისტრებოთ და კონგრესმენ – სენატორებით.
საღამოს CNN, BBC და სხვები რიგში იდგებოდნენ მიშას ლაივში ჩასართავად. ვერ ვაფასებთ ვინ გვყავს.”- წერს ჩალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ