ვენეციის კომისიის წევრი – არა კონკრეტულ წესებში პატარა ცვლილების, არამედ მთლიანი რეფორმების ნახვა გვსურს, რომლებიც შექმნიან შედეგს – სამართლიან არჩევნებსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას

არა კონკრეტულ წესებში პატარა ცვლილების, არამედ მთლიანი რეფორმების ნახვა გვსურს, რომლებიც შექმნიან შედეგს – სამართლიანი არჩევნებსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა ეირიკ ჰოლმოვიკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“კომენტარს გავაკეთებ იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ რეფორმებში. წინა რეკომენდაციებში, როდესაც სასამართლო სისტემასა და საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ, ვახსენებთ, რომ მთლიანი რეფორმის ნახვა გვსურს. და ამაში ვგულისხმობთ არა პატარა ცვლილებებს კონკრეტულ წესებში, არამედ გვსურს, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, უმრავლესობამ და ოპოზიციამ, მთლიან სისტემას შეხედონ. ვინაიდან ეს კანონები ბევრ ელემენტს შეიცავენ, ერთად არის შეკრული, რათა შექმნან შედეგი – სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
ასე რომ, ასეთი დიდი მასშტაბის მთლიანი რეფორმები გვსურს, როგორც წინა მოსაზრებებში ვახსენებთ, და ეს ასევეა ის, თუ რის რეკომენდაციასაც გავცემთ სასამართლო სისტემასა და არჩევნებზე ამ მოსაზრებებში”, – განაცხადა ჰოლმოვიკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული