ვენეციის კომისიის განმარტებით, ოცნების კანონი რუსული კანონის მსგავსია და არა აშშ-ის

ვენეციის კომისიის მიხედვით, ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონს არაერთი მსგავსება აქვს რუსეთში, უნგრეთში და ყირგიზეთში მიღებულ “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონებთან.
კომისია განმარტავს, რომ აღნიშნული კანონი არ ჰგავს -ში, ავსტრალიაში და ისრაელში არსებულ კანონებს.
“ვენეციის კომისიამ წარსულში უკვე განმარტა, რომ FARA 1938 წელს შეიქმნა და მისი მიზანი იყო იმ ფიზიკური და იურიდიული პირების დარეგისტრირება, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობის მითითებითა და კონტროლით საქმიანობს. ის 2016 წელს გაფართოვდა არჩევნებში უცხო ძალების გავლენისგან თავის დასაცავად . FARA-ს მიხედვით, უცხოეთიდან დაფინანსების მიღება არ არის რეგისტრაციის საფუძველი, არამედ, პირი უცხო ძალის აგენტი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ ის უცხო ძალის სახელით, კონკრეტული მითითებითა და კონტროლით მოქმედებს. ამასთან ერთად, FARA არ მიიღეს კონკრეტული სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებისა ან მედიის წარმომადგენლების დასარეგულირებლად, არამედ იმ ნებისმიერი არაკომერციული ან კომერციული იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის, რომელიც უცხო ძალის ლეგალურ აგენტად მოქმედებს. მაშინ, როდესაც აშშ-ში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, აშშ მათგან არ მოითხოვს, დარეგისტრირდნენ FARA-ში უცხო ქვეყნის აგენტად. FARA-ში რეგისტრირებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი, დაახლოებით 5% არიან არაკომერციული ორგანიზაციები, ძირითადად უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ფილიალები. FARA-სთან და მსგავს კანონებთან მკვეთრი განსხვავებით, ქართული კანონი წინასწარ მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც უცხო დაფინანსებას მიიღებს ამ უცხო დამფინანსებლის (მოხსენებული როგორც “უცხო ძალა”) ინტერესებით იმოქმედებს.
ს კანონის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა დაფინანსების 50%-ზე მეტი უცხო ქვეყნის მთავრობისგან ან სახელმწიფო სააგენტოებისგანაა, უნდა გაასაჯაროონ ეს ინფორმაცია საჯარო ანგარიშებში, ადვოკატირების მასალაში და მთავრობის წარმომადგენლებთან ინტერაქციის დროს. ისრაელის კანონისგან განსხვავებით, ქართულ კანონში დაფინანსების ზღვარი ბევრად დაბალია და ისრაელის კანონს მხოლოდ “უცხო ქვეყნის პოლიტიკური ერთეულისგან”, იგივე უცხო სახელმწიფოებისგან ან სახელმწიფოსთან დაკავშირებული ინსტიტუტებისგან დაფინანსების ნაწილით წააგავს. ქართულისგან განსხვავებით, ისრაელის კანონი არ გულისხმობს დაფინანსებას ფიზიკური პირებისგან, ლეგალური ან კერძო ერთეულებისა და ეროვნული ან საერთაშორისო კანონმდებლობის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციული ფორმირებებისგან” – ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში.
შესაბამისად, ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.
კომისია დასკვნაში საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე რეკომენდაციას აძლევს, გაიწვიოს რუსული კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით.
“მისი [კანონის] ფუნდამენტური ნაკლოვანებებს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისთვის, საჯარო საკითხებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთის მიმართ”. – წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისია ფაქტების დამახინჯებასა და რადიკალების წახალისებაში უკვე დაადანაშაულა.
მმართველი პარტიის დეპუტატმა, სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია.