ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად – იქნება მეტი სისტემა, ცის უფრო ძლიერი დაცვა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის წინააღმდეგ ს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 662-ე დღეს 89 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის დასახლებები. არის მსხვერპლი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
, თავის ყოველდღიურ მიმართვაში, უკრაინის ძალების გაძლიერებაზე საუბრობს.
“ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს საკითხი დგება თითქმის ყოველ შეხვედრაზე, მსოფლიოს ლიდერებთან მოლაპარაკებებზე. იქნება მეტი სისტემა, ცის უფრო ძლიერი დაცვა. მოახლოებული დღესასწაულების ფონზე, გაგრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა დახმარების მისაღებად. ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა, შესაძლოა, შენელდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყველა პარტნიორთან, რომელსაც შეუძლია, ახლა დაგვეხმაროს და მომავალში აღმოგვიჩინოს მხარდაჭერა“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ