ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის – დასავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეები ამისთვის მზად უნდა იყვნენ – NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, რობ ბაუერის განცხადებით, დასავლეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან კონფლიქტისთვის, რომელმაც შესაძლოა, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობა შექმნას.
ნიდერლანდელი ადმირალი ხაზს უსვამს, NATO რუსეთთან კონფლიქტისთვის ემზადება.
“უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობა, რომელიც გვაქვს, არაა თავისთავადი მოცემულობა. ამიტომ ჩვენ [NATO-ს ძალები] ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის”, – განაცხადა რობ ბაუერმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, NATO-ში განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია -ის სამხედრო ძალებს ევროპელი მოკავშირეების გაძლიერება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, თუკი კონფლიქტი გაჩაღდება. წვრთნებს სახელად Steadfast Defender 2024 (მტკიცე მცველი 2024) ალიანსის 90,000 ჯარისკაცი შეუერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა