ველოდებით პრაგმატულ ნაბიჯებს აშშ-დან – ირაკლი კობახიძე

ველოდებით პრაგმატულ ნაბიჯებს -დან – ირაკლი
ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ველოდებით პრაგმატულ ნაბიჯებს აშშ-დან. სამართლიან და სწორ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„იმედი გვაქვს, რომ შეწყდება თავდასხმები საქართველოზე. ისეთი თავდასხმები, როგორიც მათ შორის გუშინაც მოვისმინეთ. ეს თანაბრად შედის საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებში. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გარდატეხა ურთიერთობაში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მათ შორის აუცილებელია იმ აბსოლუტურად გაუგებარი აქტების გახმობა, რომელიც მიიღო ამერიკის ხელისუფლებამ სავიზო შეზღუდვების სახით და ა.შ, რომელიც ჯერ უკავშირდებოდა ჯერ სასამართლო ხელისუფლებას, შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ა.შ. ურთიერთობის გადატვირთვისთვის პირველ რიგში აუცილებელია სამართლიანობა ურთიერთობებში და ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები აშშ-ის მთავრობის მხრიდანაც. ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში დამთავრდება ომი ში. თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ უკვე იანვარშიც შეიძლება დასრულდეს ომი. როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდდება. მაშინვე შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი“, -აღნიშნა კობახიძემ.
Previous: ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი, სამართლებრივი საკითხია და დავის განხილვაში ვერ ჩავერევით

ასევე დაგაინტერესებთ

ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც „დიფ სთეითი“ ცდილობს

ევროკავშირი თვითონ ცდილობს და იბრძვის გადარჩენისთვის და ვნახოთ, მოხდება თუ არა მათი გადარჩენა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აუცილებლად შეეხება ცვლილებები, დაიშლება და სხვა სახით მოხდება მისი ფორმირება