ვახტანგ ხმალაძე – თუ საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი 3 პარტიის აკრძალვის შესახებ დააკმაყოფილა, სწორედ ეს იქნება ჩვენი საპარლამენტო რესბუბლიკის, დემოკრატიული სისტემის და კონსტიტუციური წყობილების დამხობა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“, კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის – „ნაცმოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ არაკანოსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელით მიმართავს.
პარლამენტის თავმჯდომარის ს თქმით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იქნება ორი რამის დასადგენად – „რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას”.
აღსანიშნავია, რომ სარჩელში მითითებულები არ არიან ამ პარტიების წარმომადგენლები, მაგრამ, მას შემდეგ, რაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე მათი ვინაობა დადასტურდება, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, სარჩელი დაეფუძნება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგებს.
სამართლებრივად და პოლიტიკურად რამდენად საფუძვიანია ამ სამი პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საკითხის დაყენება?
– არა ერთ გზის მითქვამს, სამართლებრივი თვალსაზრისით ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა აბსოლუტურად არასწორია. პარტიის აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი საკმაოდ ზუსტად არის განსაზღული საქართველოს კონსტიტუციაში.
კონსტიტუცია ადგენს – დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია და შემდგომ არის ჩამონათვალი. ამ ჩამონათვალში ერთ ერთი კომპონენტია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან, ძალადობით შეცვლა. რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, როგორც ჩანს, ამ ნაწილის შესაბამისად მოამზადეს კონსტიტუციური სარჩელი. თუ არსებული პარტია მსგავს რამეს აკეთებს, მაშინ ის პარტია უნდა აიკრძალოს. ამას ამბობს კონსტიტუცია.
კანონში არ შეიძლება ეწეროს რაიმე სხვა იმისგან განსხვავებული, რაც კონსტიტუციაში წერია. კანონს არა აქვს უფლება გააფართოვოს კონსტიტუციით დადგენილი საფუძვლების ფარგლები. ეს კარგად უნდა ესმოდეს ყველას.
ბევრი წელია თვალს ვადევნებ სხვადასხვა პარტიების საქმიანობას, მაგრამ არ მახსენდება პარტია, რომელსაც თავის მიზნად განეცხადებინოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სამართალში არც თუ კარგად გათვითცნობიერებული მკითხველისთვის ვიტყვი რომ მე „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულაციურ მოქმედებას ვხედავ.
ბევრი წელია თვალს ვადევნებ სხვადასხვა პარტიების საქმიანობას, მაგრამ არ მახსენდება პარტია, რომელსაც თავის მიზნად განეცხადებინოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სამართალში არც თუ კარგად გათვითცნობიერებული მკითხველისთვის ვიტყვი რომ მე „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულაციურ მოქმედებას ვხედავ
კონსტიტუციაში საუბარია კონსტიტუციურ წყობილებაზე და არა ხელისუფლებაზე. ეს სხვადასხვა რამეა. რასაც ახლა ვიტყვი, ეს სახელმძღვანელოებში წერია და სტუდენტებს ასწავლიან.
მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში როგორია კონსტიტუციური წყობილება – ეს არის საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია. შეერთებული შტატებიში – წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ფედერალიზმი, ანუ ფედერაციული მოწყობა და საპრეზიდენტო რესპუბლიკა. გერმანიაში – საპარლამენტო დემოკრატია, ფედერაცია და საპარლამენტო რესპუბლიკა. ეს არის წყობილება. არა აქვს მნიშვნელობა ამ ქვეყნებში ძალაუფლება რომელ პარტიის ხელშია.
კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობილების დამხობას. ანუ, ჩვენთან არსებული საპარლამენტო რესპუბლიკისა და დემოკრატიის სისტემის დამხობას. ასევე კრძალავს ამ სისტემის ძალადობით შეცვლას. ანუ საპარლამენტო რესპუბლიკის შეცვლას მაგალითად კონსტიტუციური მონარქიით.
ესაა განსხვავება. ამიტომ იმ საფუძვლით, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, მკაფიოდ უნდა ჩანდეს რომ ასაკრძალი პარტიების მიზანი ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების შეცვლაა, ან ძალადობით შეცვლაა. ვფიქრობ რომ ამის დამტკიცება სრულიად შეუძლებელია, რადგან მსგავსი რამ არ არსებობს.
ს განმარეტებაში თუ რატომ უნდა აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ საუბარია იმაზე, რომ ამ პარტიამ დაარღვია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა მოუსპო და ასე შემდეგ. მეტიც, 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებაა დადანასაულებული ომის დაწყებაში და ასე შემდეგ.
მაშინ როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები აგვისტოს ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებენ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამაზე საუბარი გაუგებარიც კია.
ბევრი კვალიფიციური ადამიანი ფიქრობს რომ ამგვარი რამის მტკიცება სხვა არაფერია თუ არა ს მხრიდან 2008 წელს საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გამართლება. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი გუნდის სარჩელი დააკმაყოფილა, ხომ არ აღმოჩნდება რომ „ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოში ს სამხედრო ინტერვენციის გამართლებას შეეცდება?
– თუ თქვენ, ან მე, ან გარკვეულმა ჯგუფმა ისეთი რამ ჩაიდონოს, რომელიც, შესაძლოა, შედეგის მიხედვით დანაშაულებრივი აღმოჩნდება, მაგრამ, ამ დანაშაულის ხარისხის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რა განზღახვა ჰქონდათ თქვენ, ან მე, ან ადამიანების სხვა ჯგუფს.
როცა საუბარია ამა თუ იმ პარტიის, და მოდით ვთქვათ ასე, გამოთქმაც – „პარტიის მოქმედებამ გამოიწვია,“ არაზუსტია, სწორია – „რაღაც შედეგი გამოიწვია ხელისუფლების მოქმედებამ“.
შესაძლოა, იმ დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო ერთი პარტია, შესაძლოა, ყოფილიყო რამდენიმე პარტია. სხვათა შორის, როცა ვლაპარაკობთ ხელისუფლებაზე, აქ იგულისხმება პარლამენტში მყოფი ყველა პარტია, როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია.
ამიტომ, თქმა იმისა, რომ პარტიის მოქმედების შედეგი იყო რაღაცა, ეს თავის თავად არასწორია. თუ ხელისუფლების მოქმედების შედეგი ქვეყნისთვის აღმოჩნდა უარყოფითი, ამის მიზეზი, შესაძლოა იყოს შეცდომა, ან ამის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვა ქვეყნა, ჩვენს შემთხვევაში რუსეთის მოქმედების გარდუვალობა.
თუ ხელისუფლების მოქმედების შედეგი ქვეყნისთვის აღმოჩნდა უარყოფითი, ამის მიზეზი, შესაძლოა იყოს შეცდომა, ან ამის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვა ქვეყნა, ჩვენს შემთხვევაში რუსეთის მოქმედების გარდუვალობა
ამიტომ, ესეც ვერ გამოდგება ამა თუ იმ პარტიის აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძვლად. მე აქ უფრო ვხედავ პოლიტიკურ საფუძველს. ის რომ საფუძველი პოლიტიკურია, ეს კარგად გამოჩნდა ბატონი პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე ნათქვამშიც.
– პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის, რომ „ასაკრძალ პარტიებთან დაკავშირებული არიან ელენე ხოშტარიას „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებიც დაკავშირებული არიან „კოალიცია ცვლილებებისთვის, გირჩი, დროასთან“, თუმცა, ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებად არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ „საქართველოს რესპუბლიკური პარტია,“ და სხვა ფაქტიურად ერთკაციანი და მცირე პარტიები.“
თუმცა, პარლამენტის სპიკერი აქვე აღნიშნავს – „ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ”.
სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურად რამდენად გამართულად გამოიყურება მტკიცება რომ თუ ამ პარტიებიდან რომელიმე პარტიას ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა გაუჩნდებათ მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დღის წესრიგში დადგება?
– პაპუაშვილის ამ განცხადებაში კარგად ჩანს რა გახლავთ ხელისუფლების მიზანი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მე რომ ეს განცახდება მოვისმინე გამიჩნდა განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითლუსტრაცია მოახდინა.
საქმე ის გახლავთ რომ თუ ვიმე დანაშაულს სჩადის, ეს ვინმე ძლიერია თუ სუსტია, ის დასასჯელია. ბოლო ბოლო მმართველ გუდს ის ანდაზა უნდა ახსოვდეს, თუ არ ახსოვთ, გაიხსენონ ქართველებს რომ გვაქვს – აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდია.
პაპუაშვილის ამ განცხადებაში კარგად ჩანს რა გახლავთ ხელისუფლების მიზანი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მე რომ ეს განცახდება მოვისმინე გამიჩნდა განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითლუსტრაცია მოახდინა
პაპუაშვილის განცხადებებიდან ჩანს რომ „ქართული ოცნების“ მიზანია იმ პარტიების აკრძალვა და განადგურება, რომლებმაც შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ გაუწიონ პოლიტიკური კონკურენცია.
ვინც მათ კონკურენციას არ უწევს, ისინი მათთვის საინტერესო არაა. მაგრამ, ისინი თუ ისე მომძლავდნენ რომ შეძლებენ მათ კონკურენცია გაუწიონ, მაშინ ისინიც უნდა აიკრძალონ. ეს გახლავთ ხელისუფლების უსამართლო მოქმედების პოლიტიკური მიზანი.
– პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს – „პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს“.
მისივე თქმით, აკრძალული პარტიის წევრებსა და მასთან დაკავშირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ აკრზალვის შესახებ გადაწყვეტილებას და „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად პარტია „ეროვნული მოძრაობა“ დააფუძნონ.
მისივე თმით, „მას შემდეგ, რაც პარტია აიკრძალება დავაკვირდეთ ამ აკრძალული პარტიასთან დაკავშირებული პირები, ხომ არ ცდილობენ, რომ მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები და თუკი ამას დავინახავთ, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს.“
იმის გათვალისწინებით, რომ ის რაზეც ბატონი პაპუაშვილი ამბობს, შესაძლოა, მოქალაქეთა საკმაოდ დიდ რაოდენობას შეეხოს, გამოდის მმართველი გუნდი შეეცდება პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალოს საკმაოდ ბევრ მოქალაქეს ანუ, მათ, ვინც ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბებას შეეცდება. ასეა?
– დიახ, სწორედ ასეა. ბატონმა პაპუაშვილმა ამ სიტყვებით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს დაგვიდგინა შეზღუდვები რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციაში. მან ჩვენ, პრაქტიკულად აგვიგრძალა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, აუკრძალა მათ, ვისაც „ქართული ოცნება“ თავის კონკურენტად მიიჩნევს.
ჩვენს კონსტიტუციაში ძალიან კარგად არის განსაზღრული როგორც პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება, ასევე გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა ვლინდებოდეს ასევე არაპოლიტიკურ საქმიანობაში. თურმე, ბატონ პაპუაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უნდა ვკითხოთ შეგვიძლია თუ არა პოლიტიკური საქმიანობის დაწყება და ისინი მოგვცემენ თუ არა ამის ნებართვას.
ბატონმა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დაგვიდგინა შეზღუდვები რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციაში. მან ჩვენ, პრაქტიკულად აგვიგრძალა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, აუკრძალა მათ, ვისაც „ქართული ოცნება“ თავის კონკურენტად მიიჩნევს
ეს გახლავთ აბსოლუტურად არაკონსტიტუციური მოქმედება.
– პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისგან მოვისმინეთ, რატომ არ შეეხება არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელი და აკრძალვა გიორგი გახარიას პარტიას.
მისი თქმით, მხოლოდ იმიტომ რომ გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა.
სამართლებრივად, რამდენად გამართულად გამოიყურება გახარიას პარტიასთან დაკავშირებით ამგვარი მტკიცება და სავარაუდოდ, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?
– აქაც იმავეს ვიტყვი, რაც უკვე ბევრჯერ ვთქვი. გახარიასა და სხვა პარტიებთან დაკავშირებით ნათქვამი სხვა არაფერია თუ არა შერჩევითი სამართალი. ანუ, მინდა აკრძალავ, არ ვინდა – არ აკრძალავ. თან, ერთი და იმავე საფუძვლით.
თუ ჩვენ ორივემ მსგავსი რამ გავაკეთეთ, თუ მე ხელისუფლებას მოვწონვარ, თქვენ კი არა, ამიტომ გადაწყვეტენ თქვენს დასჯას, მე კი არ დამსჯიან. სწორედ აგაა შერჩევითი სამართალი. იმ ქვეყანაში, სადაც შერჩევითი სამართალია, იმ ქვეყანაზე ვერავინ იტყვის რომ სამართლიანი სახელმწიფოა. ჩვენ კი კონსტიტუციაში გვიწერია რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.
გახარიასა და სხვა პარტიებთან დაკავშირებით ნათქვამი სხვა არაფერია თუ არა შერჩევითი სამართალი. ანუ, მინდა აკრძალავ, არ ვინდა – არ აკრძალავ. თან, ერთი და იმავე საფუძვლით… სწორედ აგაა შერჩევითი სამართალი. იმ ქვეყანაში, სადაც შერჩევითი სამართალია, იმ ქვეყანაზე ვერავინ იტყვის რომ სამართლიანი სახელმწიფოა ჩვენ ვიცით შემთხვევა, როცა პარლამენტმა მიიღო კანონი და შემდგომ ამ კანონის არაკონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლომ სცნო და გააუქმა. ანუ, პარლამენტმა მიიღო არაკონსტიტუციური, ანუ კონსტიტუციის საწინაღმდეგო გადაწყვეტილება… ამის გამო რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც საქართველოში ვინმეს პარლამენტის წევრებისთვის მოეთხოვა სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის დაკისრება. ან მთლიანად პარლამენტი აეკრძალა?
თუ ხელისუფლება აღღვევს ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ პრინციპს, ის ამით არღვევს კონსტიტუციას და მისი მოქმედება არის არაკონსტიტუციური. რაც, ყოველ შემთხვევაში უნდა იწვევდეს როგორც სამართლებრივ, ისევე პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას.
– პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელზეც ერთხელ პირადად იმყოფებოდა ექს-პრემიერი გიორგი გახარია, ერთხელაც გერმანიიდან ჩაერთო და ასე მიიღო მასში მონაწილეობა, თავის დასკვნაში დაწერა რომ გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნით ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა და ცხინვალის ხელისუფლებას „მილიონი კვადრატული მეტრი გადასცა“.
„ქართულ ოცნებას“ გახარიას ეს „დანაშაული დაავიწყდა“ თუ პარლამენტში მისი თანაგუნდელების მეორე შემადგენლობას შესვლის გამო აპატია?
– ეს უნდა ვკითხოთ თავად „ქართულ ოცნებას“. მე მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ჯერ დასადგენია გახარიას მოქმედება იყო თუ არა დანაშაული. ასეთი განცხადებებით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმცია.
ვთქვათ და გახარიას მოქმედება როდესაც ის იყო შს მინისტრი ჩორჩანს ეპიზოდში იყო დანაშაული. ასეც რომ იყოს, რა შუაშია ამასთან გახარიას პარტისთან დაკავშრებით აკრძალვაზე საუბარი? მაშინ ხომ გახარიას პარტია საერთოდ არ არსებობდა? რომც არსებულიყო, ამა თუ იმ პირის, თუნდაც პარტიის თავმჯდომარის დანაშაულებრივი მოქმედება არანაირად არ ნიშნავს პარტიის დანაშაულებრივ მოქმედებას.
ეს რომ ასეა შემდეგი რამით დასტურდება – ჩვენ ვიცით შემთხვევა, როცა პარლამენტმა მიიღო კანონი და შემდგომ ამ კანონის არაკონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლომ სცნო და გააუქმა. ანუ, პარლამენტმა მიიღო არაკონსტიტუციური, ანუ კონსტიტუციის საწინაღმდეგო გადაწყვეტილება.
თქვენ გსმენით რომ ამის გამო რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც საქართველოში ვინმეს პარლამენტის წევრებისთვის მოეთხოვა სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის დაკისრება. ან მთლიანად პარლამენტი აეკრძალა?
თუ საკონსტიტიციო სასამართლო დააკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ სარჩელს პარტიების აკრძალვის შესახებ, მმართველი გუნდისთვის აღარანაირი ზღუდე არ იარსებებს იმისთვის რაც უნდა ის აკეთოს. ამით დასრულდება საქართველოში დემოკრატიული წყობილება
ლოგიკა ამ შემთხვევაშიც ხომ იგივეა.
– პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებების შემდეგ ბევრი აზრი გამოითქვა. მათ შორის ასეთიც – თუ ვიმე არღვევს კონსტიტუციას, მმართველი „ქართული ოცნებაა“, რადგან იგი არ ასრულებს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ანტიდასავლური განცხადებებითა და ქმედებებით ხელს კი არ უწყობს ქვეყნის ევროკავშირისკენ მოძრაობას, არამედ პირიქით, საპირისპირი მიმართულებით მოძრაობს.
მმართველ გუნდს, რომელსაც კონსტიტუციის 78-ე მუხლის შეუსრულებლობაში ედება ბრალი, სამართლებრივ საკითხსაც რომ თავი დავანებიოთ, მისი მხრიდან რამდენად მორალურია სხვა პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა?
– მოდით, როცა „ქართული ოცნების“ მოქმედებებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ, მორალზე აღარ უნდა ვისაუბროთ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მოქმედებაში მორალური აღარაფერია.
ახლა აქტუალური თემაა, მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი და უარი თქვა ევროპულ გზაზე, ამის ნიშნები მანამდეც ჩანდა, მაგრამ შარშან 28 ოქტომბერს აბსოლუტურად ცხადად გამოჩნდა, და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ერთპარტიულმა პარლამენტმა იმდენჯერ დაარღვიეს კონსტიტუცია, ახლა უკვე, მისთვის რაიმე შემაფერხებელი იმ სიტყვებში რომ „ამით კონსტიტუცია ირღვევა“, აღარაფერი არ არსებობს.
– ბევრი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მსგავსად საქართველოში „სუვერენულ დემოკრატიას აშენებს“.
გასაგებია, რომ პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში დრო დასჭირდება და ვთქვათ მმართველი გუნდისთვის სასურველი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამის შემდეგ, საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური სივრცე, სავარაუდოდ, რა განზომილებაში აღმოჩნდება?
– თუ საკონსტიტიციო სასამართლო დააკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ სარჩელს პარტიების აკრძალვის შესახებ, მმართველი გუნდისთვის აღარანაირი ზღუდე არ იარსებებს იმისთვის რაც უნდა ის აკეთოს. ამით დასრულდება საქართველოში დემოკრატიული წყობილება.
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი 3 პარტიებიის აკრძალვის შესახებ დააკმაყოფილა, სწორედ ეს იქნება ჩვენი საპარლამენტო რესბუბლიკის, დემოკრატიული სისტემის და კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ასე იქნება იმის გამო რომ რაც გვექნება იმას დემოკრატიასთან საერთო აღარფერი ექნება.
ქაღალდზე ბევრი რამ ეწერება. სსრკ-ს დროინდელ კონსტიტუციაში ქაღალდზე ბევრი რამ ეწერება, მათ შორის ისეთი კარგი რამეებიც, კითხვისას გული გაგინათდებოდა, მაგრამ, ეს მხოლოდ ქაღალდზე იყო.
ფაქტობრივად გვექნება ტოტალიტარული სისტემა. ქვეყანას ფაქტობრივად მართავს პირი, რომელსაც კონსტიტუციურად არანაირი თანამდებობა არ უკავია. ესეც ხომ არაკონსტიტუციურია. თუ ასაკრძალ პარტიებთნ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკმაყოფილა, აღმოვჩდებით არაკონტიტუციური მმართველობის ჩაბეტონებულ სისტემაში.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი