ვახტანგ გომელაურმა შს-მინისტრის თანამდებობა დატოვა

ვახტანგ გომელაურმა შს-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ავრცელებს:
„საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ…
10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს – მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო.“ — წერია შსს-ის განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

სავარაუდოდ ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა

გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს