ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი აფერხებს

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი აფერხებს
ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, MEGOBARI აქტის მიღებას სამი სენატორი – მარკვეინ მალინი, მაიკ ლი და რენდ პოლი აფერხებენ. რაუფოღლუს განცხადებით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტია და შესაბამისად, ერთადერთი კითხვა აქვს, რატომ აჭიანურებენ ხსენებული სენატორები “მეგობარი აქტის” მიღებას. “MEGOBARI აქტს, ორპარტიულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც პუტინის პაიკებს სანქციებს უწესებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, აფერხებენ სენატორები: მარკვეინ მალინი, მაიკ ლი, რენდ პოლი.
ჩემი ერთადერთი შეკითხვაა, რატომ? ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ და SFRC-მა (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა) მიიღეს,” – წერს ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში. ამერიკის კონგრესმა “მეგობარი აქტი” 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ, მაისში მიიღო. პროცედურულად, კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი აქტის კანონად ქცევას ს ხელმოწერა სჭირდება.
Previous: 2011 წლიდან მოყოლებული ცდილობენ, რომ პრორუსობა დააბრალონ “ქართული ოცნების” 41 000-ზე მეტ წევრს და 1 120 000-ზე მეტ მხარდამჭერს – როდესაც არაფერი გაქვს სათქმელი, კონკრეტულ ადამიანებს უნდა დააბრალო, რომ არიან მტრები, გებელსისეული და ბოლშევიკური რიტორიკა კვლავ არსებობს

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა