ვაშინგტონს დაკავებული რუსული იახტის შენახვა წელიწადში 7 მლნ დოლარი უჯდება

აშშ-ის მთავრობამ ნიუ-იორკის სასამართლოს აცნობა, რომ ყოველწლიურად 7 მილიონ დოლარს ხარჯავს ჩამორთმეული რუსული იახტის „ამადეუსის“ შენახვაში. ვაშინგტონმა სასამართლოს გემის გაყიდვის ნებართვისთვის მიმართა, მისი კონფისკაციის კანონიერების საკითხის გარკვევამდე, იუწყება სააგენტო Reuters-ი.
106-მეტრიანი Amadea ფიჯის პორტში 2023 წლის 14 აპრილს ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. -ის მთავრობა ამტკიცებს, რომ იახტა, რომლის სავარაუდო ღირებულება 325 მილიონი დოლარია, რუს მილიარდერ სულეიმან კერიმოვს ეკუთვნის, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება. იახტის მფლობელი კომპანია ამას სასამართლოში აპროტესტებს.
მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ „ამადეუსი“ „Роснефт“-ის ყოფილ ხელმძღვანელს ედუარდ ხუდაინატოვს ეკუთვნის და არა კერიმოვს. მას კი აშშ-ს სანქციები არ ეხება, ამიტომ ბიზნესმენის ადვოკატები გემის დაბრუნებას მითხოვენ.
ხუდაინატოვი, დოკუმენტების მიხედვით, კიდევ ერთ იახტის „შეჰერეზადეს“ მფლობელია. გამომძიებელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ გემი შესაძლოა რეალურად ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ