ვატიკანის სახელმწიფო მდივანი: პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება ადამიანის არჩევანი იყო და პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ, – ამის შესახებ ს სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა, გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ უკრაინელების მიერ თეთრი დროშის აღმართვის შესახებ გაკეთებული განცხადებით პაპ ფრანციკეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნა სურდა.
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვატიკანი ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიდეს, ხოლო პირველი პირობა აგრესიის დასრულება უნდა იყოს.
„უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი ბუნებრივი კატასტროფის შედეგი არ ყოფილა, არამედ ადამიანის არჩევანი იყო. იმ ადამიანურ ნებას, რომელმაც ეს ტრაგედია გამოიწვია, ასევე, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის დასასრულებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას და დიპლომატიურ გადაწყვეტას გზა გაუხსნას“, – განაცხადა პაროლინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა