ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

“შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა.
მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა.
მზია ამაღლობელს დგებუაძემ შეაგინა და შემდეგ შეაფურთხა.
პასუხად მზიას სილის გაწვნისთვის 7 წლით პატიმრობა ემუქრება”, – წერს პარტია ფედერალისტების წევრი, ვასილ მათითაიშვილი სოციალურ ქსელში.