ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარში წერეთლის მოედნიდან დაიწყო

სტუდენტების მიერ დაორგანიზებული მარში წერეთლის გამზირიდან, Expo Georgia-ს ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმართულებით უკვე დაიწყო.
ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარშის მონაწილეები გაივლიან წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირებს, მივლენ ზაარბრიუკენის მოედანზე, საიდანაც შეუერთდებიან სამედიცინო პერსონალის პროტესტს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, 20:00 საათიდან.
ახალგაზრდებს წერეთლის გამზირზე მანქანების სავალი გზის გადაკეტვის საშუალება არ მიეცათ.
სტუდენტები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები და სტუდენტური მარშები არ შეწყდება, ვიდრე მმართველი პარტია აღნიშნულ კანონს უკან არ გაიწვევს.