ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ

ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი – მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას.
აღნიშნული რეზოლუცია საქართველოში მიღებულ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს ეხებოდა.
სალიას თქმით, საქართველოს მისამართით ხშირ შემთხვევაში ურთიერთ წინააღმდეგობრივი განცხადებები ისმის.
„ხშირ შემთხვევაში არის ურთიერთ წინააღმდეგობრივი განცხადებები. ახლაც, ერთი მხრივ, როდესაც ევროსტრუქტურებში ცდილობენ ჩვენი დელეგაციების უფლებამოსილება არ ცნონ, ამავდროულად, იმ პარლამენტს, რომელმაც წარადგინა ეს დელეგაციები, სთხოვენ, რომ გააუქმოს ადრე მიღებული კანონი.
რაც შეეხება კანონს, ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ, არ არსებობს. მეტიც, ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიცვალა პოლიტიკა -ში 5 ნოემბრის ს და უშუალოდ, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება იმ ღირებულებებს, რაზეც იდგა ევროპა, რაზეც დგას მთელი დასავლეთი. იმედია, ევროპაც ადრე თუ გვიან და იმედი მაქვს, რომ მალე, დაუბრუნდება სწორედ იმ ღირებულებებს, რისთვისაც საქართველო ევროპისკენ მიიღწვის“, – აღნიშნა სალიამ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით [პიჯაკებით] და გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით

ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ შეჭრაზე: მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია – რომელი იყო, მაგის დედა და გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში

მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და კიდევ უფრო მტკივნეული იყო ქალების დაპატიმრება. ნელი ნავერიანი სვანებმა არ გაატანეს. ამიტომ, გამოიგზავნა ვერტმფრენი და აწიეს ჰაერში. ასე ვთქვათ, სვანეთს ქალი მოსტაცეს-ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას