ეს სახიფათო ტყუილია – დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის დაპირებაზე

ეს სახიფათო ტყუილია – ოპოზიციის დაპირებაზე
„რუსეთს სანქციები გამოვუცხადოთ და პენსიები 1000 ლარამდე გავზარდოთო, – ეს სახიფათო ტყუილია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემულ ცრუ დაპირებებზე ისაუბრა.
„როგორც ხედავთ, დაიწყო წინასაარჩევნო მარათონი და, პარალელურად, დაიწყო რადიკალური ოპოზიციის პოპულისტი და მატყუარა ორატორების რეალური სახის კიდევ უფრო გამოაშკარავება. რა იქნება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი მათგან, ალბათ, ნათელია. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელიც მათი მხრიდან უფრო ინტენსიური და ყოველდღიური გახდება. ეს რომ მხოლოდ უმადურობით მოსდიოდეთ, კიდევ კარგი იქნებოდა, მაგრამ მათ ტყუილი და დეზინფორმაცია მტრობის სტიმულირებისთვის სჭირდებათ და არა – უკეთესის მიღწევისთვის. რუსეთს სანქციები გამოვუცხადოთ და პენსიები 1000 ლარამდე გავზარდოთო, – ეს, მეგობრებო, სახიფათო ტყუილია.
სანქციების შემოღების შემთხვევაში ყველაზე უკეთესი ვარიანტი, ეს იქნება ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება და არათუ პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას, არამედ არსებული პენსიის დარიგებასაც ვერ მოახერხებენ.
მაგრამ მათი მიზანი არის ერთი, რომ პენსიონერებს როგორმე საარჩევნო ხმები გამოსტყუონ. სანქციების შემოღების უარეს შემთხვევაში ეს იქნება უკრაინიზაციისკენ გზა და დანილოვის რეკომენდაცია – დედებისა და ბავშვების მსხვერპლად შეწირვის თაობაზე, რეალობად იქცევა. შედეგად, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის ნაცვლად, შესაძლოა 1000-1000 მკვდარი მივიღოთ. ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვაშაძე ხან უცხოეთიდან კედელს მიჩერებული გვატყუებს, თითქოს იქ სადღაც გადაწყდა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ხან აქ იტყუება, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნიდან 800 000 მოქალაქე გავიდა და უკან არავინ დაბრუნებულა. არადა, სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა – ნაცების დროს, მაშინ, როცა ვაშაძეც ამ მმართველობაში იყო, ქვეყნიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე. „ქართული ოცნების“ დროს კი 2400 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე – გავიდა. მინდა გითხრათ, რომ არ ვითვლი 2023 წლის მონაცემებს, როცა დან, უკრაინიდან, დან და სხვა ქვეყნებიდან ემიგრაციის ჭარბი შემოდინება შეინიშნებოდა, რომ ეს თემა სასპეკულაციოდ არ იქცეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Previous: სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან – ოპოზიციაზე

ასევე დაგაინტერესებთ