ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი – სალომე ზურაბიშვილი

ეს უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი –
ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ითხოვს, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს.
როგორც მან დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ჯერ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და მერე – ადგილობრივი ან ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი. ზურაბიშვილის თქმით, ამისთვის აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შეიქმნა წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში.
„ალბათ, ყველა აპირებს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო-ბოლო, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი. ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში და, რომელიც იქნება ჩვენი მიდგომები არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა ახალი არჩევნებისთვის მომზადება.
„აუცილებელია მზადება, რომ დამკვირვებლები, მთელი არმია მოვამზადოთ აქ და დღესვე, ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რეგისტრირება, რომ არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული. ეს მზადება არის საერთო, რომ ყველამ ერთად, ოპოზიციამ დაიცვას ყველას ხმა. ეს არის გამარჯვების ფორმულა და მე ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენი მისატანია ბოლომდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება