ეს არის მორიგი აღიარება, ახალი უკვე არაფერია, სახეები ცნობადია და მათი მიზანიც დიდი ხნის ნაცნობია საზოგადოებისთვის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რადიკალების ბულინგმა შედეგი ვერ გამოიღო და ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ჩამოვიდა.
დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ რადიკალური ოპოზიცია ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა როდესაც ნახეს რომ მათთვის ეს პოზიცია წამგებიანი იყო, რადიკალების ნაწილმა შეხვედრისათვის მზაობა გამოხატა.
„მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან მორიგი ბულინგისა, რომ ვიზიტი არ შემდგარიყო, ეუთოს გენმდივანი საქართველოში ჩამოვიდა. ის შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. როგორც ჩანს, არ აპირებდა ოპოზიცია შეხვედრას იმიტომ, რომ მათ არ გამოუთქვამთ ამის სურვილი, პირიქით გააგრძელეს მისი შეურაცხყოფა, არაკომპეტენტურობაშიც კი დაადანაშაულეს ეს ადამიანი. მაგრამ, მერე ნახეს, რომ ეს წამგებიანი იყო მათთვის, გარკვეული ნაწილი გამოეყო ოპოზიციას და გამოხატა მზაობა შეხვედრისათვის. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი მაინც აგრძელებს ჩვეულ პოლიტიკას, ბულინგსა და შეურაცხყოფას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიციირებდნენ ამ კანონს. იმიტომ თქვეს ევროკავშირში უარი, რომ შემდგომში საქართველოსთან აღარ ექნებოდათ სასაუბრო პირი

როდესაც ორი კვირის განმავლობაში ემზადები 9 მაისს ჩასატარებელი აქციისთვის და ათი პარტია შეძლებს მაქსიმუმ 2 ათასი ადამიანის მობილიზებას, ეს ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია, ზოგადად, ოპოზიცია