ესეც ტატოს ოქრო – გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს () აჯობა.
აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს თავის არეში სისხლი წამოუვიდა, ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში და ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი – 2021 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა.
სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც მიხაილ ლატიშევს (მოლდოვა),
ადრიან სულკას (რუმინეთი), ანტონიო ესპოზიტოს (იტალია) და ბერნდ ფაშინგს (ავსტრია) სძლია, ნახევარფინალი არბუზოვთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი მახმადბეკოვთან დათმო.
გილოცავ ტატო! გილოცავ საქართველო! მესამედ ზედიზედ მსოფლიო ჩემპიონობა ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველადაა! მაგარი ბიჭი გვყავს ტატო! ახლა ოლიმპიადაზეც გაგვახარე და ეგ არის რა!