“ერთი პატარა, უწყინარი კომენტარი დაგიწერე “ფეისბუკზე“ და დამბლოკე, ნუცა – ოქეი!“- ჟორჟოლიანი ბუზალაძეს

“უწყინარი კომენტარი დაგიწერე ფეისბუკზე და დამბლოკე ნუცა, ეგრე გააგრძელე…“ – ამის შესახებ ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში ამბობს და მომღერალ ნუცა ბუზალაძეს მიმართავს.

ჟურნალისტის თქმით, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბლოკვა ნუცა ბუზალაძის მხრიდან მაშინ, როდესაც მისგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, ყველაფერს აკეთებდნენ კონკურსებში მომღერლის გასამარჯვებლად – ეს მიუღებელია:

“ეს ვიდეო იცი რატომ ჩავწერე? ერთი პატარა უწყინარი კომენტარი დაგიწერე ფეისბუკზე და დამბლოკე, ანუ, წაშალე კომენტარი – უწყინარი კომენტარი და დამბლოკე ნუცა – ოქეი!

ეგრე გააგრძელე, შენ ბლოკე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები შენი ფეისბუკიდან, მაშინ, როდესაც შენგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ შენ გაემარჯვა. ეს არის სიმართლე და იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარცხვენს, ახლა წარმატებები“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაციონალური მოძრაობის მთავარი ძალა არის სხვადასხვა საგარეო აქტორები და მთავარი სამიზნეა ახალგაზრდები, რომლებსაც არ ახსოვთ მათი მმართველობა. უნდა გავაღრმაოთ საუბარი ახალგაზრდებთან და ამას სისტემატური ხასიათი მივცეთ

„ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ შეგვიძლია ამაყად ვთქვათ: დღეს, საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება