ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ავიმაღლოთ ხმა თავისუფალი საქართველოსთვის ევროპის გულში – როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გერმანიაში აღნიშნავს – ამის შესახებ როთი X-ზე წერს.
„ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ავიმაღლოთ ჩვენი ხმა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის ევროპის გულში.
შემოგვიერთდით მე და საქართველოს ბევრ სხვა მეგობარს კვირას, 14:00 საათზე, Berliner Lustgarten-ში“- წერს როთი.