ერთადერთი და სწორი ნაბიჯია ის, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოახდინო ამ განცხადებაზე, ჩვენ წინ ვიყურებით და ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება მომავალში რაღაც გაუგებრობა გამოიწვიოს საზოგადოებებს შორის

ერთადერთი და სწორი ნაბიჯია ის, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოახდინო ამ განცხადებაზე, ჩვენ წინ ვიყურებით და ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება მომავალში რაღაც გაუგებრობა გამოიწვიოს საზოგადოებებს შორის
ერთადერთი სწორი ნაბიჯი, პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი იყო ის, რაც ჩვენ გადავდგით. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს ისეთი ზომები, როგორც ჩვენს მიმართ არის ყოვლად უსინდისო განცხადებაში არის ნათქვამი ლიეტუვისა და ს წარმომადგენლებისაგან, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს მთავრობის განცხადება ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
მისი თქმით, როდესაც საჭიროა, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ხისტიც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ერთადერთი და სწორი ნაბიჯია ის, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოხდეს ამ განცხადებაზე. “საკმაოდ არასამართლიანი, უსინდისო დამოკიდებულებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და იმ საზოგადოების მიმართ, რომელმაც თავისი უმრავლესობით აირჩია საქართველოს ეს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც სტაბილურობა შეინარჩუნა ამ ურთულეს სიტუაციაში. რასაკვირველია, არსებული ვითარება გვავალებს, კიდევ მეტი ყურადღებით ვიყოთ, როდესაც საჭიროა, ვიყოთ მკაცრებიც, ხისტებიც, მით უმეტეს, თუ შენს მიმართ ხორციელდება ასეთი უსამართლო ნაბიჯები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთადერთი და სწორი ნაბიჯია ის, რომ ანალოგიური სარკისებური რეაგირება არ მოახდინო ამ განცხადებაზე, ვინაიდან, დიდი ხანია, საქართველო, მისი მოსახლეობა აცნობიერებს რას წარმოადგენს ლიეტუველი ხალხი, ესტონელი ხალხი და ჩვენი ურთიერთობა ძალიან დიდი ხანია უკვე პოზიტიური ნიშნებით არის დახასიათებული.
აქედან გამომდინარე, ჩვენ შორს ვიყურებით, წინ ვიყურებით და რასაკვირველია, ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება მომავალში რაღაც გაუგებრობა გამოიწვიოს საზოგადოებებს შორის, მაგალითად ისევე, როგორც სთან მიმართებით ჩვენ სწორი ნაბიჯი გადავდგით და ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად უნდა ვიმოქმედოთ.” – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.