ემილ ავდალიანი – ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ

რა მნიშვნელობა აქვს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთისთვის და ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკისთვის, რა პოზიცია უკავიათ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში რუსეთსა და ჩინეთს, იმ კავშირებისა და პრობლემების ფონზე, რაც დღეისათვის სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება სომხეთის ევროპული მისწრაფებები, ასევე იმაზე, რამდენად საფუძვლიანია ს მტკიცება, რომ „ზანგეზურის კორიდორზე“ აზერბაიჯანის კონტროლის დამყარების სურვილის გამო ბაქო აყოვნებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას. „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
– ბატონო ემილ, მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე საჰაერო იერიშები განახორციელა ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთში ისედაც ფეთქებადსაშიში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა.
მართალია, ახლა ყველა იმაზე საუბრობს, რომ ს საჰაერო ფარმა ეფექტურად იმუშავა, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ირანის საფრთხე რომ საფრთხედ რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ თეირანს ყველა მოუწოდებს შეწყვიტოს ისრაელზე თავდასხმა, ირანის ოფიციალურმა მედიამ გამოაქვეყნა პროპაგანდისტული პლაკატი „იერუსალიმის გზაზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ თეირანი გააგრძელებს ისრაელზე საჰაერო თავდასხმებს. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ „ისრაელი ირანის თავდასხმას უპასუხებს“.
კატარმა, არაბეთის გაერთიანებული საემიროებმა, ბაჰრეინმა და საუდის არაბეთმა თავიანთ მოქალაქეებს ისრაელის დატოვებისკენ მოუწოდებენ. იგივე გააკეთეს ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა.
ამავდროულად , პრეზიდენტმა ბაიდენმა და სხვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ დაეხმარება ისრაელს ირანის თავდასხმებისგან დაცვაში.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ -ს ომის ფონზე ირანის გააქტიურება შემთხვევითა სულაც არაა, რადგან „ირანი და რუსეთი ზიარჭურჭელივითაა“. ისრაელ-ირანის დაძაბულობას რა მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ ახლო აღმოსავლეთისთვის და უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკისთვის?
– მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელმა ირანს უპასუხოს მისი ტერიტორიის დაბომბვით. თეირანის პირდაპირი შეტევა ისრაელზე უპრეცედენტო იყო, თუმცა არსებობს მინიშნებები, რომ ირანმა წინასწარ გააფრთხილა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და აშშ თუ სად და როდის მიიტანდა შეტევას.
მიზანი მიღწეულია – ისლამურმა რესპუბლიკამ შეინარჩუნა პრესტიჟი, პასუხი გასცა ისეთი დოზით, რომ ამას არ გამოეწვია ისრაელსა და ირანს შორის პირდაპირი საომარი მოქმედებები. გარკვეულწილად, გამარჯვებული ისრაელიცაა, რადგან ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებით ქვეყანამ მოახერხა სახის შენარჩუნება.
მიზანი მიღწეულია – ისლამურმა რესპუბლიკამ შეინარჩუნა პრესტიჟი, პასუხი გასცა ისეთი დოზით, რომ ამას არ გამოეწვია ისრაელსა და ირანს შორის პირდაპირი საომარი მოქმედებები. გარკვეულწილად, გამარჯვებული ისრაელიცაა, რადგან ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებით ქვეყანამ მოახერხა სახის შენარჩუნება
ამრიგად, ისრაელის შეტევა ირანის საკონსულოზე დამასკში და თეირანის საპასუხო შეტევა თანაბარ ნაბიჯებად არის მიჩნეული და ამ მომენტისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერიოზული გამწვავება ვიხილოთ. ირანის მესვეურები ცდილობენ დაძაბულობის დონე შეამცირონ შედარებით ნაკლებად მძაფრი განცხადებებით.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამიერიდან ეს ორი ქვეყანა მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ. თამაშის ძველი წესები მოიშალა. ამიერიდან პირდაპირი შეტევა ერთმანეთზე ახალ ნორმად შეიძლება გადაიქცეს. ამიერიდან აშშ-ს სულ უფრო გაურთულდება ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდის შენარჩუნება, ხოლო ამას კი რუსეთი და ჩინეთი გამოიყენებენ თავისი ინტერესების გასატარებლად.
ისრაელზე მიტანილი შეტევით ირანმა პრაქტიკულად შეცვალა თავისი სტრატეგია, რომელიც აქამდე არაპირდაპირ ზეწოლას მოიცავდა „წინააღმდეგობის ღერძის“ აქტიური გამოყენებით. ამიერიდან, „ღერძთან“ ერთად ირანი არ მოერიდება ისრაელზე პირდაპირი შეტევების განხირციელებას ასეთი საჭიროების შემთხვევაში.
ისრაელზე მიტანილი შეტევით ირანმა პრაქტიკულად შეცვალა თავისი სტრატეგია, რომელიც აქამდე არაპირდაპირ ზეწოლას მოიცავდა „წინააღმდეგობის ღერძის“ აქტიური გამოყენებით. ამიერიდან, „ღერძთან“ ერთად ირანი არ მოერიდება ისრაელზე პირდაპირი შეტევების განხორციელებას ასეთი საჭიროების შემთხვევაში
იგივეს თქმა შეიძლება ისრაელზეც, რომელმაც ირანის საკონსულოს დაბომბვით და მანამდე კი რამდენიმე თვის განმავლობაში მრავალი ირანელი მაღალჩინოსანი სამხედრო პირის ლიკვიდაციით, თეირანთან ბრძოლის თამაშიც წესები შეცვალა.
– მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინა-რუსეთის ომშია ჩართული, აქვს ბევრი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკური პრობლემა, თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც ახერხებს ხან სირიის უკან იდგეს, ხანაც ირანის, ხან სა და „ჰამასის“ უკან.
ისრაელ-ირანის დაძაბულობაში თითქოს პეკინი არ ერევა, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩინეთ-ირანის ურთიერთობებიც საკმაოდ ინტენსიურია არა მარტო ეკონომიკურ სფეროში და იგი საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთისა და ირანის საიმედო პარტნიორია. სავარაუდოდ, რა პოზიცია უკავია რუსეთსა და ჩინეთს ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულ კრიზისში?
– რუსეთმა და ჩინეთმა ნეიტრალური, ან უფრო პრო-ირანული პოზიცია დაიკავეს. მიზეზი რამდენიმეა, თუმცა უმთავრესი ალბათ მაინც ისრაელისთვის აშშ-ის მხარდაჭერაა. ამასთან ერთად, პეკინს და მოსკოვს არ აწყობთ ისრაელისადმი მხარდაჭერის გამოხატვა არაბულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების გამო. ასევე, ისრაელისადმი მხარდაჭერა გამოიწვევდა თეირანთან მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობების გაფუჭებას.
რუსეთმა და ჩინეთმა ნეიტრალური, ან უფრო პრო-ირანული პოზიცია დაიკავეს… პეკინს და მოსკოვს არ აწყობთ ისრაელისადმი მხარდაჭერის გამოხატვა არაბულ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების გამო. ისრაელისადმი მხარდაჭერა გამოიწვევდა თეირანთან მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობების გაფუჭებას
რუსეთი და ჩინეთი აპელირებენ იმაზე, რომ ისრაელი არის აგრესორი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უჭერენ მხარს. ამით პეკინი და მოსკოვი ახლო აღმოსავლეთსა და ზოგადად ე. წ. გლობალურ სამხრეთში მეტი სიმპათიის მიღებას ცდილობენ.
– ახლო აღმოსავლეთში ერთი მხრივ ღაზას სექტორში არსებული ვითარება, ხოლო მეორე მხრივ ისრაელსა და ირანს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები რა გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე?
– ამ მომენტისთვის პირდაპირი გავლენის დანახვა რთულია. თუმცა, ერთი რამის გამოყოფა შეიძლება. ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობების ფონზე, ბაქო მეტად არაკომფორტულ ვითარებაში იმყოფება. ირანი, ისევე როგორც ადრე, შეეცდება გარკვეული გავლენა მოახდინოს ჩრდილოელ მეზობელზე, რომ მისი ურთიერთობები ისრაელთან არ მოიცავდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობების ფონზე, ბაქო მეტად არაკომფორტულ ვითარებაში იმყოფება. ირანი, ისევე როგორც ადრე, შეეცდება გარკვეული გავლენა მოახდინოს ჩრდილოელ მეზობელზე, რომ მისი ურთიერთობები ისრაელთან არ მოიცავდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს
ისლამური რესპუბლიკა ხშირად უკმაყოფილო იყო ისრაელთან აზერბაიჯანის მჭიდრო კავშირებით. ეს კი ადრე იწვევდა მკვეთს დაძაბულობას და დღევანდელი მდგომარეობით შესაძლოა უფრო მკვეთრიც გახდეს.
აქ ალბათ ბაქოსაც მოუწევს უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარება და ერთგვარი ბალანსის დაჭერა თეირანსა და თელ-ავივს შორის, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მეტ-ნაკლებად დალაგდა, ურთიერთვაჭრობა მატულობს. ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფანი ფართოვდება და ორივე ქვეყანას ესმის, რომ 2020-2023 წლებში არსებულ დაძაბულობას გეოპოლიტიკური სარგებლის სახით ბევრი რამ არ მოუტანია.
ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფანი ფართოვდება და ორივე ქვეყანას ესმის, რომ 2020-2023 წლებში არსებულ დაძაბულობას გეოპოლიტიკური სარგებლის სახით ბევრი რამ არ მოუტანია
– უკრაინა-რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე სომხეთის საგარეო პოლიტიკაში მომხდარია სერიოზული ცვლილებები.
ერევანი აღრმავებს თავის ურთიერთობებს ბრიუსელთან, პარიზთან, ბერლინთან და ასევე განსაკუთრებით აშშ-სთან.
ამის მიზეზად ერევანი ასახელებს სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რის გამოც ასე ერთმნიშვნელოვნად იცვლება სომხეთში განწყობები ევროკავშირის სასარგებლოდ.
სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის „სტრატეგიული შეცდომა“ იყო სომხეთ-რუსეთის იმ დონემდე აყვანა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის მანამდე არსებობდა. ფსონის მხოლოდ რუსეთზე დადება სომხეთის „სტრატეგიული შეცდომა“ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სომხეთზე ზემოქმედების უამრავი ბერკეტი აქვს, ერევანი აგრძელებს ევროკავშირთან, ურთიერთობების გაღრმავებას. მაგრამ, იმისათვის, რომ ბრიუსელმა და სომხეთის სხვა დასავლელმა პარტნიორებმა ერევნის მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები გადადგან, სომხეთი უნდა გამოვიდეს ევრაზიული კავშირიდან, და ასევე დსთ-ს ფარგლებში მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანო ედბკ-დან.
როგორ გამოიყურება სომხეთის ევროპული მისწრაფებები?
– სომხეთი მულტი-ვექტორული საგარეო პოლიტიკის აგებას ცდილობს. მოსკოვთან ერევნის ბოლო დროის რთული ურთიერთობები სომხეთსა და ევროკავშირს შორის მეტად აქტიური ურთიერთობების პარალელურად მიმდინარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთმა დატოვოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ან თუნდაც კუხო. ამ მომენტისთვის ჩანს ტენდენცია, რომ სომხეთი უფრო „ტესტავს“ ურთიერთობებს რუსეთთან.
სომხეთი მულტი-ვექტორული საგარეო პოლიტიკის აგებას ცდილობს. მოსკოვთან ერევნის ბოლო დროის რთული ურთიერთობები სომხეთსა და ევროკავშირს შორის მეტად აქტიური ურთიერთობების პარალელურად მიმდინარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთმა დატოვოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ან თუნდაც კუხო. ამ მომენტისთვის ჩანს ტენდენცია, რომ სომხეთი უფრო „ტესტავს“ ურთიერთობებს რუსეთთან
სომხეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ისევე როგორც აზერბაიჯანთან მიმართებაში სამხედრო ძალთა მკვეთრი დისბალანსი, ერევანს აიძულებს მოსკოვთან ურთიერთობებს ხაზი სრულად არ გადაუსვას. ამ მომენტისთვის რუსეთის ჩანაცვლება ევროკავშირით არარეალისტურია.
აქ უფრო საქმე გვაქვს სომხეთის მცდელობებთან შეამციროს თავისი ჭარბი დამოკიდებულება რუსეთზე და გარკვეული ბალანსი შეიტანოს თავის საგარეო პოლიტიკაში. ამის გამომწვევია ყარაბაღის დაკარგვა და მოსკოვის მეტად პრო-აზერბაიჯანული პოზიციის დაკავება, რამაც გაანაწყენა სომხეთის მმართველი პოლიტიკური წრეები.
სომხეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ისევე როგორც აზერბაიჯანთან მიმართებაში სამხედრო ძალთა მკვეთრი დისბალანსი, ერევანს აიძულებს მოსკოვთან ურთიერთობებს ხაზი სრულად არ გადაუსვას. ამ მომენტისთვის რუსეთის ჩანაცვლება ევროკავშირით არარეალისტურია
რთულია ითქვას თუ რამდენად წარმატებული გამოდგება სომხეთის მულტი-ვექტორული პოლიტიკის მცდელობა. სომხეთი ტრადიციულად მხოლოდ რუსეთზე იყო დამოკიდებული და 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანას არ გააჩნდა დივერსიფიცირებული საგარეო პოლიტიკის გატარების გამოცდილება.
ამასთან ერთად, სომხეთი კვლავინდებურად რჩება რუსეთზე მჭიდროდ დამოკიდებული, რაც ამ უკანასკნელს გავლენის ძლიერ ბერკეტებს აძლევს.
– სომხეთში მიიჩნევენ, რომ „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა.
მეტიც, ერევანში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას ბაქო იმიტომ აყოვნებს, რომ სურს თავად გააკონტროლოს „ზანგეზურის კორიდორი“, ანუ სომხეთ-ირანის 40 კილომეტრიანი საზღვარი.
გარდა ამისა, ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანს „საზღვრებისადმი შემოქმედებითი“ მიდგომა აქვს და ამის გამო ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გარკვეულ მონაკვეთებზე მხარეებს შორის კონფლიქტები.
მეტიც, ბაქოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია – დელიმიტაციისთვის არანაირი რუკით ხელმძღვანელობას არ აპირებს. ბაქო ცდილობს სომხეთმა ცალმხრივად თქვას უარი იმ საზღვარზე რომელიც სსრკ-ს დროინდელი რუკების მიხედვით იყო და აზერბაიჯანთან დათმობებზე წავიდეს.
– სომხეთისთვის გეოპოლიტიკური ვითარება გართულებულია, რადგან ის ვეღარ დაეყრდნობა რუსეთს, როდესაც საქმე მის უსაფრთხოებას ეხება. სომხეთს არც დასავლეთისგან შეუძლია უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების მიღება. ვერც ის შეიარაღება, რომელიც ქვეყანამ ინდოეთიდან და საფრანგეთიდან მიიღო, სრულად შეაკავებს აზერბაიჯანს პოტენციური სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში.
სომხეთისთვის გეოპოლიტიკური ვითარება გართულებულია, რადგან ის ვეღარ დაეყრდნობა რუსეთს, როდესაც საქმე მის უსაფრთხოებას ეხება. სომხეთს არც დასავლეთისგან შეუძლია უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების მიღება. ვერც ის შეიარაღება, რომელიც ქვეყანამ ინდოეთიდან და საფრანგეთიდან მიიღო, სრულად შეაკავებს აზერბაიჯანს პოტენციური სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში
ამიტომაც, ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობებში უპირატესობა აზერბაიჯანის მხარესაა, რასაც ის აქტიურად იყენებს კიდევაც. ამის შედეგია ხშირი შეტაკებები საზღვარზე, ერევნის მხრიდან ხშირი დათმობები, გამძაფრებული რიტორიკის გაგრძელება და ა. შ.
დღევანდელი მდგომარეობით რეალურ პრობლემას წარმოადგენს საკითხი ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას სად უნდა მოეწეროს ხელი. ბაქო ერთგვარად გაწბილებულია დასავლეთზე და უფრო მეტად რუსეთის ხელშეწყობას ემხრობა, ხოლო ერევანი კი უფრო მეტად ბრიუსელისკენ იხრება.
დღევანდელი მდგომარეობით რეალურ პრობლემას წარმოადგენს საკითხი ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას სად უნდა მოეწეროს ხელი. ბაქო ერთგვარად გაწბილებულია დასავლეთზე და უფრო მეტად რუსეთის ხელშეწყობას ემხრობა, ხოლო ერევანი კი უფრო მეტად ბრიუსელისკენ იხრება
საბოლოო ჯამში, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი ნამდვილად მოეწერება, თუმცა ის არ იქნება ყოვლისმომცველი. მხარეები, დიდი ალბათობით, ორმხრივ ურთიერთობებში საბაზისო საკითხებზე შეთანხმდებიან. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჩვენ, შესაძლოა, კიდევ მრავალი დაძაბულობის მომსწრე გავხდეთ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც