ეკა სეფაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ეკა სეფაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს და სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გატარებულ რეფორმებს, ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს და არსებულ გამოწვევებს.
„შეხვედრისას მიმოვიხილეთ ის პროცესი, თუ როგორ მოხდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯების გადადგმა, რა სირთულეებს წავაწყდით და რა მიღწევები გვქონდა. შევეხეთ იმ პოლიტიკურ მოვლენებსაც, რაც თან ახლდა ამ სტატუსის მიღება-არმიღებას და იმ ყალბ ნარატივს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, რას ნიშნავს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რას ნიშნავს დემოკრატიული პროცესების და ინსტიტუციების განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და ა.შ.“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – ასაკრძალ პარტიებშიც თავიდანვე არ შეგვიყვანეს, მათთვის, ვინც “წუხს”, რატომ არ მიჭერენ, ეს მაგალითი დამაიმედებელი უნდა იყოს – ივანიშვილი კი ისტერიაშია და ტრამპის საპასუხო წერილს გარღვევად აფასებს, შემდეგ, როცა არ ხდება, იწყება წყევლა-კრულვა

საბა ბრაჭველი: აგარანის კონფლიქტში სახასიათო ისიცაა, რომ სანამ ქორწილის ჩაშლის, თავზე სითხეების დასხმის და სხვა შეურაცხყოფების ამბები გაირკვეოდა, რუსმა ქალებმა მოასწრეს ვიდეოს ატვირთვა და მორჩა – მთელი ამბავი ისე შეიფუთა, როგორც მათ აწყობდათ (ვიდეო)