“ეკა – ნამდვილი ვარსკვლავი” – ეკა კვალიაშვილის ბრწყინვალე შესრულება და მონატრებული ჰიტი – Marao

ეკა კვალიაშვილი გადაცემას „გული მღერის“ სტუმრობდა. მან გადაცემაში თავისი ერთ-ერთი ჰიტი „სოფელო“ იმღერა და, როგორც ყოველთვის, უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა.
ეკა კვალიაშვილი სამჯერ იყო დაოჯახებული. მისი პირველი ქმარი თემო გვალია იყო. თემო და ეკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ოჯახიც საკმაოდ პატარა ასაკში შექმნეს. მათი ოჯახი მალე დაინგრა. ერთადერთი ქალიშვილი ეკას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს. მამას შვილის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ ნუკამ ცოტა ხნის წინ გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მან ინტერვიუში ისაუბრა:
“მინდა, იმ ადამიანის გვარი ვატარო, ვინც ჩემზე იზრუნა, გამზარდა, მხარში მედგა, ჩემზე დიდი ამაგი აქვს, დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ეს ადამიანი ჩემი საყვარელი დედიკო გახლავთ… მამის შესახებ რა გითხრათ? რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი. ცოტა არ იყოს, მეცინებოდა, როცა ინტერვიუს შემდგომ კომენტარებს ვკითხულობდი და მამაჩემის მეგობრები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ და წერდნენ, – ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანიაო! შეიძლება არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობრებთან იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას ჩემთვის ელემენტარული ყურადღებაც არ მოუქცევია. ამიტომ ერთი კომენტარიც ვერ ვნახე, სადაც ეწერებოდა: ნუკა, შენ ტყუი, შენ ხომ მან გაგზარდა და ამაგი აქვს შენზეო? პრინციპში, ამას ვერც იტყვიან და თუ მაინც დააპირებენ რაიმე მსგავსის თქმას, ყველას ვაფრთხილებ: – ისე ნუ მოიქცევიან, რომ შემდეგ სახალისო ფაქტები, რომლებიც ჩემს მობილურ ტელეფონში ინახება, საზოგადოებას ვუჩვენო. ასე რომ, ჩემზე ტყუილის თქმას თავი დაანებონ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტყუილი მეზიზღება და არ ვიკადრებ, რომ ვიცრუო. ძალიან პირდაპირი ვარ და მოტყუება არც გამომდის…”
“ისე უხდები ცენას, როგორც არავინ…” – ცუდი ურთიერთობა მამასთან, უარი გვარზე და დანგრეული პირველი ქორწინება – ნუკა კვალიაშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები
„ჩაბნელებული 90-იანი წლები იყო, ორსულად ვიყავი, ანდერ ლუისმა რომ მითხრა, ამერიკაში ჩემთან წამოდიო; მაშინ შეყვარებული ვიყავი და ჩემი ქმარი როგორ დავტოვო-მეთქი“ – რას იხსენებს ეკა კვალიაშვილი
დედაჩემის და მამაჩემის თანაცხოვრება არ მახსოვს. არ მახსენდება ეს ყოველდღიური კომუნიკაცია მამაშვილობის. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს მამას ვეძახი, ეს სიტყვა ყურში უცნაურად მხვდება. თვითონ პერსონაჟია ჩემს ცხოვრებაში უცნაური, რადგან ჩემთვის არ ყოფილა. [ბოდიშის მოხდა უცდია], ბევრჯერ გვისაუბრია. ეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, არ მინდა ლაპარაკი, ვინ არის სწორი და ვინ არასწორი.მე ვიცი მამაჩემის მდგომარეობა და გვისაუბრია ღიად. დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდით დროს და რაღაცებს შევცვლიდით. გვარი შევიცვალე, რადგან აქ უკვე ამაგის მომენტია. ყველაზე მეტი ამაგი ჩემს ცხოვრებაში ბებიას, ბაბუას და დედას ჰქონდათ. დედაჩემი იყო ქვა და რკინა. ჩემი არსებობა მისთვის მოტივაცია იყო. დედაჩემი ჩემთვის დედიკოც არის და მამიკოც.
ალბათ ბევრ რამეში დამეხმარებოდა, ისეთი ურთიერთობა რომ მქონოდა ნახევარდა-ძმასთან, როგორიც რეალურად და-ძმას უნდა ჰქონდეს. ძალიან ბევრი რამ გადაილახებოდა, იმაზე მარტივად, ვიდრე მარტომ გადავლახე და გავიარე. ამის პარალელურად, გული არ მწყდება. მნიშვნელოვანია, რომ მამრობითი სქესისთვის დახმარება არასოდეს არ მითხოვია და ყველაფერს მე თვითონ ვაგვარებდი. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, მინდა ამაზე ძლიერი და უკეთესი ვიყო”, – ამბობდა მომღერალი.იხილეთ ასევე